ფილოსოფოსმა ბერტრან რასელმა თავის ნაშრომში "რატომ არ ვარ ქრისტიანი" გააკრიტიკა იესო ქრისტეს პიროვნება. ამ სტატიაში ავტორი ცდილობს გვიჩვენოს, რომ ბერტრან რასელის მიერ ქრისტეს პიროვნების კრიტიკა გარკვეულ სუსტ წერტილებს შეიცავს.
სათაური: ბერტრან რასელის ფილოსოფიის ერთ-ერთი ასპექტის კრიტიკა
ISBN კოდი:
ავტორი: მაგდა მათითაიშვილი
გამომცემელი: Magda
გამოცემის თარიღი: 2018
ენა: ქართული
გვერდები: 3
კატეგორია: წიგნები
ნახვები: 1469
რეიტინგი: 5.0
სარჩევი
შესავალი;
ბერტრან რასელის მიერ ქრისტეს პიროვნების კრიტიკის მიმოხილვა;
გადაფურცვლა
სარჩევი
შესავალი
ბერტრან რასელის მიერ ქრისტერ პიროვნების კრიტიკის მიმოხილვა
შესავალი
ქრისტიანული რელიგია კაცობრიობას მიეცა, როგორც გამოცხადებითი რელიგია, რომელიც განაცხადა იესო ქრისტემ. ქრისტეს სწავლება გაავრცელეს მისმა მოწაფეებმა, უბრალო ხალხში. შესაბამისად, ქრისტიანობა არასოდეს ყოფილა მაღალი ფენის საზოგადოებითვის, არამედ ის იყო ყველასთვის. ქრისტიანული რელიგია არის გზა ღმერთისკენ. ამიტომ, ეს რელიგია უფრო პრაქტიკულ ცხოვრებაზე აკეთებს აქცენტს. ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ ქრისტიანობა რაიმე ფილოსოფიურ სისტემას ეფუძნება.[1] მიუხედავად ამისა, ქრისტიანული რელიგია იძულებული გახდა თავისი თეოლოგიური სწავლების სიტემატიზაცია განეხორციელებინა. ეს კი შეუძლებელი იყო ფილოსოფიური ტერმინების და სპეკულაციური მსჯელობის გარეშე.
განმანათლებლობის პერიოდიდან მოყოლებული, ადამიანის გონება წინა პლანზე გამოვიდა და შესაბამისად გამოცხადებაზე დაფუძნებული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) უარყოფა მოხდა. განმანათლებლობის მიერ რელიგიის კრიტიკის ტრადიცია გაგძელდა XIX საუკუნეში და მან მკვეთრად ანტირელიგიური სახე მიიღო.[2] ათეიზმის და რელიგიის კრიტიკამ მკვეთრი გამოხატულება პოვა XX საუკუნის ფილოსოფიაშიც. როგორც ფილოსოფოსი ივან მარტინი მართებულად შენიშნავს, „ღმერთის ძირძველმა რწმენამ მძლავრი შეტევები განიცადა XX საუკუნეში“.[3] სწორედ ამ ისტორიულ კონტექსტში გამოდის სააზროვნო ველზე ლოგიკოსი და ფილოსოფოსი ბერტრან რასელი (1872-1970), რომელსაც ახალ კანტს და ლაიბნიცს უწოდებენ.. ის აგნოსტიკოსია და ფიქრობს, რომ ღმერთის არსებობის დასაბუთება ისევე როგორც უარყოფა შეუძლებელია. ამიტომ, მისი მიზანია შეუტიოს თეოლოგიას და აჩვენოს, რომ ფილოსოფიას არ შეუძლია თეოლოგიური დებულებების დასაბუთება.[4]ის განსაკუთრებით აკრიტიკებს ქრისტიანობას და მას ზნეობრივი პროგრესის მთავარ მტრად თვლის.[5] ასევე ბერტრან რასელი არკტიკებს იესო ქრისტეს პიროვნებას და მას არ თვლის ყველაზე ბრძენ და კეთილშობილ ადამიანდ. მეტიც, ის ქრისტეზე მაღლა...