ლორენცო ვალა პირველი იყო მათ შორის, ვინც მეცნიერული არგუმენტებით ამხილა ე.წ. "კონსტანტინეს ნაბოძვარის" სიყალბე, დოკუმენტისა, რომლის საფუძველზე პაპები საუკუნეთა განმავლობაში აცხადებდნენ პრეტენზიას ევროპის დიდ ნაწილზე. ტექსტი შეიცავს თავად "კონსტანტინეს ნაბოძვარს", ვალას მსჯელობასა და შენიშვნებს. ქართულ ენაზე ქვეყნდება პირველად.
ლორენცო (ლაურენტიუს) ვალა - (დაახლ. 1407-01.08.1457) - იტალიელი ჰუმანისტი, რიტორი, სწავლული, ფილოსოფოსი და განმანათლებელი. ცნობილია, როგორც "კონსტანტინეს ნაბოძვარის" სიყალბის მამხილებელი.