მახასიათებლები
- სათაური: თეოლოგიის ჯამი ნაწილი 1 კითხვა 2, არტიკლი 3
- ISBN კოდი:
- ავტორი: თომა აქვინელი
- გამომცემელი: Magda
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 9
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2236
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
თეოლოგიის ჯამი ნაწილი 1 კითხვა 2, არტიკლი 3;
გადაფურცვლა
თეოლოგიის ჯამი[1] ნაწილი 1 კითხვა 2, არტიკლი 3მთარგმნელი: ბაქარ ქავთარაძე
ტრაქატატი ერთი ღმერთის შესახებ. კითხვა : არსებობს კი ღმერთი?
ამ საკითხთან დაკავშირებით, აუცილებელია განვიხილოთ 3 ქვე საკითხი:
არის თუ არა ღმერთის არსებობა თავისთავად ცხადი?
შესაძლებელია თუ არა ღმერთის არსებობის დამტკიცება?
არსებობს თუ არა ღმერთი?
განყოფილება 1 არის თუ არა ღმერთის არსებობა თავისთავად ცხადი?
კონარგუმენტი 1: ეს აშკარაა, რომ ღმერთის არსებობა არის თავისთავად ცხადი. თავისთავად ცხადი არის ისეთ რამეები, რის შესახებ ცოდნაც ჩვენ ბუნებაშია ჩადებული, როგორც პირველ მიზეზის შესახებ ცოდნა. როგორც დამასკელი ამბობს: („მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გამოცემა“თავი3)“ ცოდნა ღვთის არსებობის შესახებ ბუნებით არის შთათესილი ჩვენში“. შესაბამისად, ღმერთს არსებობა არის თავისთავად ცხადი.
კონარგუმენტი 2: უფრო მეტიც, თავისთავად ცხადი ეწოდება ისეთ დებულებებს, რომლის შესახებაც ცოდნა ტერმინების დეფინირების შედეგადაა ცნობილი, როგორც ეს ფილოსოფოსმა[2] მიუთითა, (1„ანალიტიკა“ III) როდესაც პირველ პრინციპების დამტკიცების მეთოდოლოგიაზე საუბრობდა. ამიტომ, ჩვენ თუ გვესმის ტერმინების შინაარსი, როგორც მთელის, ასევე ნაწილის, ჩვენ მივხდებით, რომ ნებისმიერი მთელი აღემატება მის ნაწილებს. ამიტომ, რადგან სიტყვა ღმერთის მნიშვნელობა ჩვენთვის ცნობილია, აქიდან აუცილებლობით გამოდმიანეობს, რომ ღმერთი არსებობს. ეს სიტყვა (ღმერთი) აღნიშნავს, არსებას, რომელზე აღმატებულის წარმოდგენაც შეუძლებელია[3]. მაგრამ, ის რაც არსებობს როგორც რეალობაში, ასევე ინტელექტში, იმაზე აღმატებულია, რაც მხოლოდ ინტელექტში არსებობს. ამიტომ, რამდენადაც ღმერთს სიტყვის დეფინირება გვეუბნება, რომ ის ინტელეტქში უკვე არსებობს, შესაბამისად, ის უნდა არსებობდეს რეალურადაც. შესაბამისად, ნათელია, რომ ღმერთს არსებობა არის თავისთავად ცხხადი.
კონარგუმენტი 3: უფრო მეტიც, ჭეშმარიტებების არსებობა თავისთავად ცხადია. რადგან, თუ ვინმე უარყოფს ჭეშმარიტებების...