მახასიათებლები
- სათაური: წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ლეონტი მროველი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2323
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
და ვითარ გარდაჴდეს ამას შინა წელიწადნი ორმეოცდაათნი, კუალად მოვიდა ჭიჭნაომ, ძე მოჰმადისი. მოაოჴრა და შემუსრა ყოველი შენებული ქართლისა და მიჰმართა შესლვად კახეთად, რათამცა მოაოჴრა და ყოვლითურთ უმკჳდრო ყო. და იყო შიში დიდი მეფეთა და მთავართა და ყოვლისა ერისა და არა შემძლებელ იყვნეს წინა-აღდგომად, რამეთურათგან განერყუნა ქუეყანა ესე ყრუსა, დაღაცათუ გარდავლნა ჟამნი მრავალნი მშჳდობით, არღარა მოგებულ იყო კუალსა თჳსსა.
ხოლო წმიდამან არჩილ განიზრახა გულსა თჳსსა სიმჴნითა გულისა მისისათა, რათა მივიდეს და იხილოს და ითხოვოს მისგან მშჳდობა ქუეყანისა და დაცვა შეურყეველად ეკლესიათა და დაპატიჟება დატევებისათჳს სჯულისა. მინდობითა ღმრთისათა აღირჩია თავისა თჳსისა და სულისა დადება საჴსრად ქრისტიანეთა. აღდგა და მივიდა ჭიჭანაუმს თანა, რომელსა ეწოდა ასიმ.
ხოლო მან ვითარ ცნა მისლვა მისი, მიეგება წინა სიხარულით, და მოიკითხა დიდითა. დიდებითა. და დაყვეს დღე იგი ერთობით. აქო სიკეთე მისი, შეუყუარდა სისრულე ასაკისა მისისა და უმეტესად შუენიერება პირისა მისისა. და შემდგომად მცირედთა დღეთა იწყო სიტყუად ლიქნითა, აღუთქმიდა ნიჭთა დიდთა და აწუევდა დატევებასა ქრისტეს სჯულისასა და მიქცევად სარკინოზად. ხოლო წმიდამან არჩილ ყოვლად-ვე არა თავს-იდვა სიცბილი მისი და მტკიცითა გონებითა მიუგო და რქუა: "ნუ იყოფინ, თუ-მცა სიტყუათა შენთა ვისმინე, ანუ-მცა დაუტევე ქრისტე ღმერთი ცხოველი, რომელი-იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი", რომელმან ჴსნისათჳს ჩუენისა ჴორცითა სიკუდილი დაითმინა, -- და უკუეთუ ვისმინო შენი, უწყოდე, რათა მოვკუდე სიკუდილითა, რომლითა ვიტანჯებოდი საუკუნოდ. გარნა უკუეთუ შენ მომკლა, აღვდგე ვითარცა ღმერთი ჩემი და მის თანა-ცა ვიდიდო".
ესმა რა ესე ყოველი უსჯულოსა მას, და იხილა სიმტკიცე მისი უქცეველი, დაუკჳრდა ფრიად. და უბრძანა შეპყრობა მისი და შეყენება საპყრობილესა, რათა ღონის-ძიებითამიაქციოს იგი, რამეთუ არა სთნდა სიკუდილი მისი სიშუენიერისათჳს ხატისა და სიმაღლისათჳს ასაკისა მისისა. და ვითარ შეაყენეს საპყრობილესა, აკურთხევდა ღმერთსა და ითხოვდა მის-მიერსა შეწევნასა, რათა მოწყალებითა...
ლეონტი მროველი
ლეონტი მროველი - "ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთ მინაწერში მოხსენიებული პირი, რომელსაც მიეწერება ამ კრებულში შესული თხზულებები: "ცხოვრება ქართველთა მეფეთა", "არჩილის წამება" და "ნინოს მიერ ქართლის მოქცევა". ზოგი მკვლევარი ზემოხსენებულ ლეონტი მროველს აიგივებს ლეონტი რუისის ეპისკოპოსთან.