"ახალი აღთქმა" ქრისტიანული სარწმუნოების ორიდან ერთ-ერთი უმთავრესი ტექსტია, რომელშიც იესო ქრისტეს ცხოვრება და მოძღვრებაა გადმოცემული სახარებების სახით. გარდა საკუთრივ სახარებებისა, ტექსტი ასევე მოიცავს "მოციქულთა საქმეებს", "კათოლიკე ეპისტოლეებსა" და "იოანეს გამოცხადებას".
სავარაუდო ავტორებს შორის არიან მათე მოციქული, მარკოზ და ლუკა მახარებლები, იოანე მოციქული, პავლე მოციქული, პეტრე მოციქული და სხვები.