მახასიათებლები
- სათაური: ტიბეტური სახარება
- ISBN კოდი:
- ავტორი: ანონიმური
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 15
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1487
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
I
1. მიწა ირყეოდა და ცანი ტიროდნენ დიდი ბოროტმოქმედების გამო, ახლახანს რომ მოხდა ისრაელის ქვეყანაში.
2, იქ აწამეს და დასაჯეს დიდი წმინდანი ისსა, რომელშიც ბინადრობდა მსოფლიო სული.
3. გარდაისახა უბრალო მოკვდავად, რათა მოემოქმედა სიკეთე ყველა ადამიანისათვის და აღმოეფხვრა უკეთური აზრები.
4. აღედგინა სიმშვიდე, სიყვარული სიკეთისადმი და ცოდვებით შერცხვენილი ადამიანი დაებრუნებინა უსაზღვროდ და უზომოდ გულმოწყალე, ერთიანი, განუყოფელი შემოქმედისათვის.
5. აი, რას ჰყვებოდა ამის შესახებ მოვაჭრე ხალხი, ნამოგზაურები ისრაელის ქვეყანაში.
II
1. ისრაელის ხალხმა, დასახლებულმა მეტად ნაყოფიერ, წელიწადში ორი მოსავლის მომცემ მიწებზე, და მრავალი ცხვარ-ძროხის მფლობელმა, თავისი ცოდვებით განარისხა ღმერთი,
2. რომელმაც დაადო მას საშინელი სასჯელი: წაართვა მიწა, მსხვილი და წვრილფეხა საქონელი და მთელი სიმდიდრე. ისრაელი მოქცეული იყო მონობაში უძლეველი და მდიდარი ფარაონების
მიერ, რომლებიც მაშინ ეგვიპტეს განაგებდნენ.
3. ისინი ისრაელის ხალხს უფრო ცუდად ეპყრობოდნენ, ვიდრე პირუტყვებს, წელს წყვეტდნენ მძიმე შრომით და ადებდნენ ბორკილებს, აყენებდნენ სხეულზე ჭრილობებს, დაჭრილებს კი არ აძლევდნენ საჭმელს და ნებას არ რთავდნენ ეცხოვრათ ჭერქვეშ,
4. რამეთუ ჰყოლოდათ ისინი მუდმივ შიშში და წაერთმიათ მათთვის ყველა ადამიანური თვისება.
3. ასეთი დიდი უბედურების დროს ისრაელის ხალხმა გაიხსენა თავისი ზეციური მფარველი, მიმართა მას და შეჰღაღადა მის წყალობას და გულმოწყალეობას.
6. ამ დროს ეგვიპტეში მეფობდა სახელგანთქმული ფარაონი, მრავალრიცხოვან ომებში გამარჯვებული, ცნობილი მოხვეჭილი სიმდიდრითა და ვრცელი სასახლეებით, რომლებიც მას მონებმა საკუთარი ხელით აუგეს.
7. მას ჰყავდა ორი შვილი, რომელთაგან უმცროსს ეძახდნენ მოსას. ისრაელის ბრძენმა მოძღვრებმა მას სხვადასხვა მეცნიერება შეასწავლეს.
8. და უყვარდათ მოსა ეგვიპტეში მისი სიკეთისათვის და თანაგრძნობისათვის,...