მახასიათებლები
- სათაური: იოანე დამასკელი როგორც ფილოსოფოსი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბაქარ ქავთარაძე
- გამომცემელი: Magda
- გამოცემის თარიღი: 2019
- ენა: ქართული
- გვერდები: 9
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1438
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
შუა საუკუნეების არაბ მოაზროვნეთაგან გამოირჩევა იოანე დამასკელი (675-753), რომელმაც არისტოტელეს ფილოსოფიის გამოყენებით ქრისტიანული თეოლოგიის სისტემატიზაცია განახორციელა და აღმოსალურ პატრისტიკაში დიდი თეოლოგის სახელი დაიმკვიდრა. ამიტომ, დამასკელს ხშირად უწოდებენ აღმოსავლური სქოლასტიკის დამფუძნებელს.[1] ეს შეფასება კი ნამდვილად არ არის გადაჭარბება, რადგან ის იყო ერთ-ერთი პირველი ვინ ქრისტიანული თეოლოგიის სქოლასტიკური მოთედოლოგიით გადმოცემა განიზრახა. სქოლატიკური მეთოდოლოგია კი გულისხმობს, ნებისმიერი ფილოსოფიური საკითხის სიღრმისეულ შესწავლას და მისი ისეთი დეტალიზირებით გადმოცემას, რომ ეს საკითი ამოიწუროს და იგივე საკითხის დასმის სურვილი მკითხველს აღარ ქონდეს. ასეთი მეთოდოლოგიით საკითხის გადმოცემაში დამასკელს დაეხმარა ანტიკური ფილოსოფიის ცოდნა, რომელიც მან თავისი მასწავლებლის კოზმა მაიუმელისგან მიიღო, რომელიც უაღრესად განათლებული პიროვნება იყო და შესანიშნავად იცოდა ფილოსოფია, თეოლოგია, გეომეტრია და მრავალი სხვა. კოზმა მაიუმელმა დიდი ხანი ასწავლა დამასკელს ანტიკური ფილოსოფია, ისევე როგორც აპოლოგეტიიკის ხელოვნებას. დამასკელიც ადვილად ითვისებდა მასწავლებლის შეგონებებს და მალე თავად მასწავლებელზე მაღლა დადგა თეოლოგიური და ფილოსოფიური ცოდნით, როგორც ბიოგრაფები გადმოგვცემენ. ეს უზარმაზარი ფილოსოფიური და თეოლოგიური ცოდნა, რომელიც მან მასწავლებლისგან მიიღო ქრისტიანული თეოლოგიის სისტემურ გადმოცემას და აპოლოგიას მოახმარა. ამიტომ, იოანე დამასკელი აღმოსავლურ ეკლესიაში ისეთივე ავტორიტეტით სარგებლობს, როგორც თომა აქვინელი (1225-1274) დასავლეთში.[2]
მაგრამ, რომელი ფილოსოფოსების ნააზრევს იყენებდა იოანე დამასკელი ქრისტიანული თეოლოგიის აპოლოგეტიკას? ჩვენ უკვე ვახსენეთ ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე(-384-322), რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა არაბ ფილოსოფოსებზე(ალ კინდი, ალ ფარაბი, ავიცენა, ალ გაზალი, ავეროესი) და მათ შორის იოანე დამასკელზე. შესაბამისად, იოანე დამასკელისთვის უმნიშვნელოვანესი იყო არისტოტელეს მიერ შემუშავებული მსჯელობის...