მახასიათებლები
- სათაური: თეოლოგიის კრიტიკა ფილოსოფიური პოზიციიდან
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბაქარ ქავთარაძე
- გამომცემელი: Magda
- გამოცემის თარიღი: 2019
- ენა: ქართული
- გვერდები: 7
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1342
- რეიტინგი: 4.5
სარჩევი
შესავალი;
რა არის თეოლოგია?
რა არის ფილოსოფია?
ავტორიტეტის აღიარება და კრიტიკული აზროვნება;
გადაფურცვლა
თეოლოგიის კრიტიკა ფილოსოფიური პოზიციიდან
სარჩევი
შესავალი
რა არის თეოლოგია?
რა არის ფილოსოფია?
ავტორიტეტის აღიარება და კრიტიკული აზროვნება
შესავალი
წინამდებარე ნაშრომში განხილულია ფილოსოფიისა და თეოლოგიას შორის სხვაობა და თეოლოგიის მიერ განხორციელებული მსჯელობის მეთოდოლოგია, გაკრიტიკებულია ფილოსოფიური პოზიციიდან. მაგრამ, სანამ იმ გარემოებას დავაზუსტებ თუ რა იგულისხმება ფილოსოფიასა და თეოლოგიაში, მანამდე ავღნიშნავ, რომ ამ ნაშრომში არ იქნება გაკრიტიკებული თეოლოგიის რაიმე კონკრეტული დებულება, არამედ კრიტიკულად იქნება განხილული ზოგადად თეოლოგიის მიერ განხორციელებული აზროვნების სფეციფიკურობა. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, მე გავაკრიტიკებ იმ მეთოდს, რომლის დამხარებითაც თეოლოგი საკუთარ თეოლოგიურ სისტემას აგებს.
თეოლოგია, ფილოსოფია და მეცნიერება არის ის სამი სფერო, რომლის დახმარებითაც ადამიანი ყოფიერებას შეიმეცნებს. ამ სამი სფეროდან XXI საუკუნეში მცხოვრები ადამიანისთვის, ყველაზე ავტორიტეტული მეცნიერებაა. დღევანდელ დღეს მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობას, მიაჩნია, რომ მენიცერება ყველა კითხვას პასუხს გაცემს და რელიგია და თეოლოგია წარსულს ჩაბარდება. თეოლოგია და რელიგიაც ხომ სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ის მეტაფიზიკურ კითხვებს უპასუხოდ არ ტოვებს. მაგრამ, თუ ეს კითხვები მეცნიერულ ჭრილში გადაწყდება, მაშინ რა საჭიროა თეოლოგია და რელიგია? სწორედ ასე უყურებს დღევანდელ დღეს მცხოვრები ადამიანი საკითხს. მაგრამ, არის კი საკითხის ასეთი შეფასება სწორი? რა თქმა უნდა, მეცნიერება არის ყოფიერების შემეცნების ერთ-ერთი ყველაზე სანდო და უტყუარი ინსტრუმენტი. მაგრამ, მეცნიერების კომპეტენცია შეზრუდულია, რადგან არსებობს საკითხები, რომელსაც ის არა უბრალოდ ვერ გადაწყვეტს, არამედ არ გადაწყვეტს, რადგან ეს მისი კვლევის მიღმა იმყოფება. მაგალითად, საკითხი იმის შესახებ, აქვს თუ არა ადამიანს უკვდავი სული, არცერთი მეცნიერული დისციპლინა არ იკვლევს და შესაბამისად,...