მახასიათებლები
- სათაური: ბიბლიური მოთხრობები
- ISBN კოდი:
- ავტორი: იაკობ გოგებაშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 64
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1376
- რეიტინგი: 3.0
გადაფურცვლა
იაკობ გოგებაშვილი - ბიბლიური მოთხრობები
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
ქვეყნის შექმნა
ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანი დედ-მამისაგან იბადება. აგრეთვე ვხედავთ, რომ ცხოველები ცხოველებისაგან ჩნდებიან, მცენარეები მცენარებიიდან მრავლდებიან.
მაგრამ პირველი დედ-მამა როგორღა გაჩნდა? პირველი ცხოველები და მცენარეები როგორღა დაიბადნენ ქვეყანაზედ? ისინი შექმნა ღმერთმა. ღმერთი არის ყოვლის შემოქმედი, ყველაფრის დამბადებელი. მან გააჩინა ცა, მან შექმნა დედამიწა და მან დაბადა ყველაფერი, რასაც კი ქვეყნიერებაზედ ვხედავთ. თვითონ ღმერთი კი არავისგან არ შექმნილა და არავისგან არ დაბადებულა. იგი ყოველთვის იყო, არის და იქნება. ამიტომ ღმერთს ჩვენ ვუწოდებთ საუკუნო არსებას.
კაცი როცა რაიმე ნივთს აკეთებს, მასალასა ხმარობს. ღმერთმა კი ქვეყანა არაფრისაგან შექმნა. კაცი საქმის დროს ჯაფასა სწევს, ხელებსა და ასოებს ამუშავებს. უფალმა კი მთელი ქვეყანა შექმნა მარტო სიტყვით, ბრძანებით. ამიტომ ღმერთს ვუწოდებთ ყოვლისშემძლებელსა.
უფალს შეეძლო ყველაფერი ერთ წამს გაეჩინა, მაგრამ სხვაფრივ ინება: ცისა და დედამიწის შექმნას ექვსი დღე მოანდომა.
რიგი ქმნილებათა
თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცისა და დედამიწის მასალა. ეს მასალა არეული იყო ერთმანეთში და ამ ნარევზედ იწვა საშინელი სიბნელე. მააშინ უფალმა პირველ დღეს ბრძანა: იქმნას ნათელი და იმწამსვე გამობრწყინდა ნათელი. ნათელი...
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი (27.10.1840-14.06.1912) - ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი; პედაგოგიური სკოლის ფუძემდებელი საქართველოში.