მახასიათებლები
- სათაური: იუდას სახარება
- ISBN კოდი:
- ავტორი: უცნობი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 7
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1689
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
იუდას სახარება
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის დიმიტრი უჩანეიშვილს
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
შესავალი
საიდუმლო სიტყვა, ნათქვამი იესოს მიერ იუდა ისკარიოტელისთვის ვნების კვირის განმავლობაში, სამი დღით ადრე პასექის დღესასწაულამდე.
იესოს საქვეყნო საქმეები
ქვეყნად მოვლენის შემდეგ იესო სასწაულებს და საოცარ საქმეებს სჩადიოდა კაცთა მოდგმის სახსნელად. და ვინაიდან ზოგი მართებული გზით [ვიდოდა], სხვები კი ბიწიერად, თორმეტი მოციქული იქნა მოხმობილი.
ის ესაუბრებოდა მათ სამყაროს მიღმა არსებული საიდუმლოებებისა და იმის შესახებ, რაც დასასრულს უნდა მომხდარიყო. ხშირად თვითონ კი არ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, არამედ ბავშვის სახით იმყოფებოდა მათ შორის.
სცენა 1: იესოს საუბარი მოწაფეებთან: მადლიერების ლოცვა თუ ზიარება
ერთ დღეს იუდეაში იმყოფებოდა მოწაფეებთან ერთად, ისინი ერთად შეკრებილიყვნენ და ღმერთს ადიდებდნენ. როდესაც ის [მიუახლოვდა] მოწაფეებს, [34] რომლებიც ერთად შეკრებილიყვნენ და მადლიერების ლოცვას აღავლენდნენ არსობის პურისთვის, [მან] გაიცინა.
მოწაფეებმა უთხრეს [მას], „მოძღვარო, რატომ იცინი [ჩვენს] ლოცვაზე? ჩვენ იმას ვაკეთებთ, რაც მართებულია“.
მან უპასუხა და უთხრა მათ: „მე არ ვიცინი თქვენზე. <თქვენ> ამას თქვენი საკუთარი ნებით კი არ აკეთებთ, არამედ იმიტომ, რომ ასე [იქნება] განდიდებული თქვენი ღმერთი“.
მათ...