დიდი ქართველი ისტორიკოსის ნარკვევში ქართველ მეფეთა უფლებებია განხილული, მათი დამოკიდებულება "დიდგვარიან აზნაურებთან" და ამ უკანასკნელთა არცთუ უმნიშვნელო როლი ქვეყნის მართვაში თვით დავითისა და თამარის მეფობისას.
ივანე ჯავახიშვილი (11.04.1876-18.11.1940) - დიდი ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, საქართველოს საისტორიო სკოლის ფუძემდებელი, ავტორი "ქართველი ერის ისტორიისა."