მახასიათებლები
- სათაური: ქრისტიანობა, დემოკრატია, სოციალიზმი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ანატოლ ლერუა-ბოლიე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2019
- ენა: ქართული
- გვერდები: 17
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1070
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
ქრისტიანობა და დემოკრატია
ქრისტიანობა და სოციალიზმი
გადაფურცვლა
ანატოლ ლერუა-ბოლიე - ქრისტიანობა, დემოკრატია სოციალიზმი
Anatole Leroy-Beaulieu - Christianisme, démocratie, socialisme
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ნესტორ ყუბანეიშვილს
iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
ქრისტიანობა და დემოკრატია
ქრისტიანობა და სოციალიზმი
ქრისტიანობა და დემოკრატია
I
საკითხი, რომელსაც აქ განვიხილავ, არა იმ გვარია, რომ მის მნიშვნელობას ესაჭიროებოდეს მტკიცება. დღეს ამ საკითხით გართულნი არიან არა მარტო სწავლულნი და ფილოსოფოსნი, არამედ პოლიტიკოსნიც და სოციოლოგნიც.
ჩემი გამოკვლევა აღნიშნული საკითხის უმთავრესი მხარეებისა იქმნება დამოუკიდებელი სკოლათა ცრუმორწმუნეობისა და პარტიათა ინტერესებისაგან.
ქრისტიანობა არის რჯული, რომელიც ასულდგმულებდა დასავლეთის ცივილიზაციას და განაგებდა თანამედროვე ხალხთა განათლებას, ამასთან ერთად დემოკრატიაც ხომ დიდი პოლიტიკური და სოციალური ძალაა, რომელიც თავის მხრივაც ცდილობს დაიპყროს ქვეყანა, განაახლოს და გადაქმნას იგი, და ნუთუ მათ შორის აუცილებელია გამწვავებული მტრობა?
სხვადასხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით კი საფრანგეთში, ახლა ქრისტიანობა და დემოკრატია ერთმანეთ შორის იბრძვიან. ეს ბრძოლა არ ახალია, შეცდომა არ იქნება ვთქვათ, რომ ბრძოლა დიდი ხნის დაწყებულია, მხოლოდ იგი საყოველთაო არაა.
დემოკრატიას და ქრისტიანობის შორის ბრძოლით გარემოცულია მთელი მეცხრამეტე საუკუნე; შესაძლოა, აღნიშნული...