მახასიათებლები
- სათაური: თომა აქვინელის ანგელოლოგიის ძირითადი დებულებები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბაქარ ქავთარაძე
- გამომცემელი: Magda
- გამოცემის თარიღი: 2019
- ენა: ქართული
- გვერდები: 4
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1455
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
წინამდებარე ნაშრომში განხილულია ფილოსოფოსის და თომა აქვინელის (1224-1274) ანგელოლოგია, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკვაია მის მიერ აგებულ თეოლოგიური სისტემაში. ის, რომ ჩვენ თომა აქვინელის ანგელოლოგიას განვიხილავთ, ამას აქვს სიბმბოლური მნიშვნელობაც, რადგან კათოლიკე ეკლესიამ და კონკრეტულად პიუს V მას უწოდა „ანგელიკური დოქტორი“[1]. ეს წოდება თომა აქვინელის რამოდენიმე მიზეზის გამო შეარქვა პაპმა. პირველ რიგში, თომა აქვინელის შრომების გაცნობიდან ნათლად ივეთება, რომ ამ ადამიანს შეეძლო საგნების არსის იმ დონეზე ჩაწვდრომა, როგორც ეს ანგელოზს შეუძლია. ასევე, თომა აქვინელმა ძალიან ბევრი ტრაქატატი დაწერა ანგელოზების შესახებ და მათი არსი და დანიშნულება ძალიან სიღრმისეულად გამოიკვლია. თომა აქვინელმა საკუთარი ანგელოლოგიის აგებისას, გამოიყენა დიონისე არეოპაგელის, გირგოლ ნოსელის, კლიმენტი ალექსანდრიელის, და იოანე დამასკელის შეხედულებები.
თომა აქვინელს სჯეროდა, რომ ყოფიერება უმარავი ანგელოზებითაა დასახლებული. ანგელოზთა რიცხვი იმაზე მეტია, ვიდრე დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების რიცხვი წარსულში, ახლა და მომავალში ერთად აღებული[2].
ანგელოზები აქვინელის მიხედვით, არიან ღმერთსა და ადამიანებს შორის არსებული შუალედური ქმნილებანი. ისინი არიან მთლიანად არამატერიალურნი. ამ თვალსაზრისით ისინი უფრო ახლოს არიან ღმერტთან. მაგრამ თომა აქვინელი ცდილობდა ხაზი გაესვა იმ განსხვავებებზე, რაც ღმერთსა და ანგელოზებს შორის არსებობს. ღმერთი აქვინელის ფილოსოფიის მიხედვით, არის შეუქმნელი, წმინდა აქტუალობა, მარადიული, უცვლელი, უმიზეზო და თავისუფალ ნებაში უცვლელი[3]. მეორეს მრხივ ანგელოზები არიან: პოტენციისა და აქტის ნაზავნი, ცვალებადნი, შექმნილნი, სუბსტანციისა და აქციდენციის ნაზავნი, და თავისუფალ ნებაში ცვალებადნი(სწორედ ამიტომ მოხდა ანგელოთა მესამედის დაცემა). ასევე, არის ონტოლოგიური განსხვავება ანგელოზსა და ღმერთს შორის. ღმერთი არის მისი ესენცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არსებობს ისე, რომ მისთვის შეუძლებელია არ არსებობდეს. ღმერთი არსებობს აუცილებლად...