მახასიათებლები
- სათაური: მთვარის გარშემო
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჟიულ ვერნი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 133
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2144
- რეიტინგი: 4.5
სარჩევი
საავტორო უფლება;
მთვარის გარშემო;
რეკომენდებული წიგნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
მთვარის გარშემო
რეკომენდებული წიგნები
საავტორო უფლება
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
ჟიულ ვერნი - მთვარის გარშემო.
მთვარის გარშემო
შესავალი
თავი აჯამებს პირველ ნაწილს და მეორე ნაწილის შესავალია
186. წელს მსოფლიო განაცვიფრა სამეცნიერო გამოკვლევათა ისტორიაში ჩატარებულმა ერთმა გაბედულმა ცდამ. ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ ბალტიმორის არტილერისტების მიერ დაარსებული „საზარბაზნე კლუბის“ წევრებმა მთვარესთან კავშირის დამყარება განიზრახეს. დიახ, დიახ, სწორედ მთვარესთან. მასზე ყუმბარა უნდა გაეგზავნათ. კლუბის პრზიდენტმა და პროექტის ავტორმა ბარბიკენმა, რომელსაც კემბრიჯის ობსერვატორიის ასტრონომებისგან რჩევა-დარიგება ჰქონდა მიღებული, ამ არნახული ცდის ჩასატარებლად ყველაფერი მოამზადა. მით უმეტეს, საქმეში ჩახედულებს ამგვარი ცდის განხორციელება სრულიად შესაძლებლად მიაჩნდათ. ბარბიკენმა საყოველთაო ხელმოწერა ჩაატარა ფულის შესაგროვებლად და როცა ოცდაათი მილიონი ფრანკი უკვე ხელთ ჰქონდა, გრანდიოზული სამუშაოების შესრულებას შეუდგა.
ობსერვატორიის ასტრონომების მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ქვემეხი, რომლიდანაც ყუმბარას გაისვრიდნენ, ჩრდილოეთის ან სამხრეთის განედების 0° და 28° შორის დაიდგმებოდა და მთვარის ზენიტში იქნებოდა მიმართული. ყუმბარის თავდაპირველი სიჩქარე წამში 12 ათასი იარდი უნდა ყოფილიყო. პირველი დეკემბრის საღამოს ათ საათსა, 46 წუთსა და 40 წამზე გაშვებულ ყუმბარას მთვარისათვის ოთხი დღის შემდეგ,...