მახასიათებლები
- სათაური: მრავალი შეკვეთის რესტორანი და სხვა მოთხრობები
- ISBN კოდი:
- ავტორი: კენჯი მიიაზავა
- გამომცემელი: epsilon
- გამოცემის თარიღი: 2026
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 57
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- მრავალი შეკვეთის რესტორანი
- ფაიფურის ვაზი და ცისარტყელა
- კეთილშობილი ვულკანური ბომბი
- თეთრკისერა წერო და გეორგინები
გადაფურცვლა
მრავალი შეკვეთის რესტორანი
ბრიტანელი სამხედროების მსგავსად გამოწყობილი ორი ახალგაზრდა ჯენტლმენი, მხრებზე გადაკიდებული მბრწყინავი თოფებით და ფეხდაფეხ მიმყოლი ორი ძაღლით, რომლებიც დიდ თეთრს დათვებს ჰგავდნენ, მთებში მიაბიჯებდნენ. მათ ფეხქვეშ გამხმარი ფოთლები შრიალებდა. ისინი გზადაგზა საუბრობდნენ.
'უნდა ითქვას, რომ საკმაოდ უკაცრიელი ადგილია,' თქვა ერთმა.
'ერთი ფრინველიც კი არ ჩანს, არც ერთი ცხოველი. რა ძალიან მინდა, რაღაცას ვესროლო: ბახ, ბახ! სულ ერთია რა იქნება, ოღონდ მოძრაობდეს.'
'ჰო, რა სახალისო იქნებოდა ირმისთვის ან რამისთვის გვესროლა მის ყავისფერ გვერდებში!' თქვა მეორემ. 'წარმომიდგენია, როგორ დატრიალდება და მერე ხმაურით დაეცემა.'
ისინი მთებში ღრმად იყვნენ შესული. იმდენად ღრმად, რომ მათ მეგზურად წამოსულ პროფესიონალ მონადირესაც კი გზა აებნა და სადღაც გაუჩინარდა. უარესი კი ის იყო, რომ ტყე იმდენად უცნაური და შემაძრწუნებელი აღმოჩნდა, რომ დათვებივით დიდი ძაღლები შიშმა მოიცვა: ცოტა ხანს ყმუოდნენ, შემდეგ პირზე ქაფი მოადგათ და დაიხოცნენ.
'იცი, ეს ძაღლი ორი ათას ოთხასი ვერცხლის მონეტა დამიჯდა.' თქვა ერთმა ახალგაზრდა ჯენტლმენმა და გულგრილად გადაატრიალა თვალები.
'ჩემი კი ორი ათას რვაასად ვიყიდე,' თქვა მეორემ და სინანულით გვერდზე გადახარა თავი.
პირველი ახალგაზრდა ჯენტლმენი გაფითრდა.
'ვფიქრობ, უკან დავბრუნდები,' თქვა მან და მეორეს სახეში შეხედა. 'სინამდვილეში,' თქვა მისმა მეგობარმა, 'მეც მცივა და მომშივდა, ასე რომ, მეც წამოგყვები.'
'მაშ, დავასრულოთ ნადირობა. რა მნიშნველობა აქვს? უკან დაბრუნებისას გუშინდელ სასტუმროში შევივლით და რამდენიმე ფრინველს ვიყიდით სახლში წასაღებად.'
'კურდღლებიც ხომ ჰქონდათ, არა? ასე რომ, ბოლოს მაინც ერთი და იგივე გამოვა. მაშ, დავბრუნდეთ?'
მაგრამ ყველაზე უარესი ის იყო, რომ უკან დასაბრუნებელი გზა სრულებით აღარ ახსოვდათ.
უცებ ძლიერი ქარი ამოვარდა; ბალახი შეირხა, ფოთლები აშრიალდა და ხეები აჭრიალდნენ და კვნესოდნენ.
'ძალიან მშია,' თქვა ერთმა. 'დიდი ხანია მუცელში საშინელი სიცარიელე მაქვს.'
'მეც...
კენჯი მიიაზავა
კენჯი მიიაზავა (1896-1933) არის იაპონური ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, რომლის პროზა და პოეზია აერთიანებს ფანტაზიას, ფილოსოფიურ ხედვასა და ბუნების თემატიკას. მისი ტექსტები ფართოდ არის აღიარებული როგორც იაპონიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.