მახასიათებლები
- სათაური: მოთხრობები
- ISBN კოდი:
- ავტორი: იზუმი კიოკა
- გამომცემელი: epsilon
- გამოცემის თარიღი: 2026
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 8
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
საოპერაციო ოთახი (1895)
ნაწილი პირველი
ოპერაცია ტოკიოს გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში უნდა ჩატარებულიყო, პაციენტი გრაფინია კიფუნე იყო, რომელსაც ჩემი ძვირფასი მეგობარი, ექიმი ტაკამინე ჩაუტარებდა ოპერაციას. ცნობისმოყვარეობისდა გამო, ტაკამინეს ვთხოვე, ოპერაციაზე დასწრების უფლება მოეცა. იმისათვის, რომ დამერწმუნებინა, ჩემი მხატვრობა მოვიყვანე არგუმენტად და ის, თუ რამდენად გამომადგებოდა ოპერაციის ხილვა. საბოლოოდ, ჩემი გავიტანე.
იმ დილას, ცხრის შემდეგ, სახლიდან გამოვედი და საავადმყოფოსაკენ რიქშათი გავემართე. შენობაში შესვლისთანავე გრძელი დერეფანი გავიარე და საოპერაციო ოთახისკენ წავედი, როცა მოპირდაპირე ბოლოში მდებარე კარიდან ქალების მცირე ჯგუფი გამოვიდა, სავარაუდოდ, რომელიმე არისტოკრატული ოჯახის მსახურები იყვნენ. ჩვენ დერეფნის შუაგულში შევხვდით ერთმანეთს.
ეს ქალები თან ახლდნენ დაახლოებით შვიდი-რვა წლის გოგონას, რომელსაც კიმონოზე გრძელი ჟაკეტი ეცვა. ვუყურებდი მათ, სანამ დერეფანს გაუყვებოდნენ და თვალთახედვიდან არ გაქრებოდნენ. როცა დარჩენილი მანძილი გავიარე შესასვლელიდან საოპერაციო განყოფილებამდე და შემდეგ იმ გრძელი დერეფნით, რომელიც რეაბილიტაციის ოთახებისკენ მიდიოდა, არაერთ არისტოკრატს შევხვდი. ზოგი ფრაკში იყო გამოწყობილი, სხვებს ოფიციალური კიმონოები ეცვათ; იყვნენ სამხედრო ფორმაში ჩაცმული ოფიცრებიც და სხვადასხვა არისტოკრატი ქალებიც, ყველა მათგანი გარეგნობით გამორჩეული. ისინი თითქოს დერეფანში ირეოდნენ: აქ იკვეთებოდნენ, იქ იკრიბებოდნენ, ხან ჩერდებოდნენ, ხან კვლავ მიდიოდნენ. გამახსენდა საავადმყოფოს ჭიშკართან გაჩერებული უამრავი ეტლი და მივხვდი, ვის მოეყვანათ ისინი. დამსწრეთა ნაწილი სერიოზულად გამოიყურებოდა, სხვები ჩაფიქრებულნი ჩანდნენ, კიდევ სხვები კი აშკარად აღელვებულნი იყვნენ. თუმცა ყველას ერთნაირი, შეწუხებული გამომეტყველება ჰქონდა. მათი ფეხსაცმლის აჩქარებული ჩხაკუნი მაღალი, ცარიელი საავადმყოფოს ჭერს ეცემოდა, ოთახებში და გრძელ დერეფანში ისმოდა; და ამ ექოდ ქცეული ნაბიჯების უცნაური...
იზუმი კიოკა
იზუმი კიოკა (ნამდვილი სახელი კიოტარო იზუმი, 1873/4/11-1939/7/9) იყო იაპონელი რომანისტი, მწერალი და კაბუკის თეატრის დრამატურგი. იგი იაპონური რომანტიზმისა და მისტიკური პროზის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. მის ნაწარმოებებში ხშირად ჩანს ფანტაზია, სიზმრისებრი ატმოსფერო და ტრადიციული იაპონური თემები.