რომანი „ცოლი“ მოგვითხრობს „საერთაშორისო წითელი ჯვრის“ წარმომადგენლისა და მისი ინგლისელი მეუღლის ცხოვრებას ღაზაში, 1974 წელს, ქიფურის ომში ისრაელის გამარჯვების შემდეგ. ნაწარმოებს საფუძვლად დაედო ავტორის მშობლების ცხოვრება. მამამისი იმ წლებში „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელი იყო ღაზაში. რომანმა მოიპოვა პრემიები „ფემინა“ და „მედიჩი“.
ანა-სოფი სუბილია დაიბადა 1982 წელს შვეიცარიაში, ლოზანაში. ჟენევის უნივერსიტეტში შეისწავლა ფრანგული ლიტერატურა და საფრანგეთის ისტორია. მუშაობდა ჟურნალისტად ბერლინსა და სტრასბურგში. 2009-2011 წლებში ცხოვრობდა მონრეალში. შვეიცარიაში დაბრუნებულმა გამოაქვეყნა პირველი რომანი, რისთვისაც პირველი ფრანკოფონური ნაწარმოების პრემია დაიმსახურა. არის ექვსი ნაწარმოების ავტორი, მათ შორის, ორი პოეტური კრებულის.