მახასიათებლები
- სათაური: FORGERY, ანუ ფითილი
- ISBN კოდი:
- ავტორი: კობა ცხაკაია
- გამომცემელი: RadioKino
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 85
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 283
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
"Forgery ანუ ფითილი"
კობა ცხაკაია
ჩემს მეგობარს ლევან ლ-თიძეს
FORGERY ანუ ფითილი
(ნოველად ქცეული დღიური)
"მთებიდან დაძრულმა უკუნმა ერთიანად დაფარა თბილისი. ანაზდად გაქრა სატელევიზიო ანძა, რომელიც ქალაქს თითქოს კოსმიურ სამყაროსთან აერთებდა. ციდან ნისლარეული წვიმა დაეშვა და მთლიანად შთანთქა სამების მოოქროვილი გუმბათი, ქედზე ღილებივით გამოკიდებული სახლები და მტკვრის ნაწილი.
ბებერი თბილისი - თითქოს ქალაქიც არ ყოფილიყო, ნაგლეჯ-ნაგლეჯ თუ იხედებოდა ბამბასავით სქელი ნაცარფერა ნისლიდან. მხოლოდ მდინარე, მრავალის მნახველი მტკვარი გამაძღარი ანაკონდასავით მისრიალებდა, მიზოზინობდა უკუნიდან უკუნში." (თითქმის ზუსტად ასე იწყება ჩემი უსაყვარლესი რომანი)
თავიდანვე გეუბნებით ამ ნაწერებთან არანაირი კავშირა არა მაქვს... ისინი შეიძლება ითქვას შემთხვევით მოხვდნენ ჩემთან.
გიორგობას სახლში ვბრუნდებოდი, როცა გაჩერების უკან მდებარე პატარა ბაღში მიმიწვიეს. ამ ადგილს უბანში "კაკლებს" ეძახიან და აქ ძირითადად ღვინის და სხვა უფრო მაგარი სასმელების მოყვარული ადგილობრივი "ჯენტლმენები" იკრიბებიან...
ეს მიწვევაც არ იყო, დამინახეს თუ არა სიხარულით მომიხმეს, და მერე ძალით წამიყვანეს. განა იმიტომ რომ, არ მინდოდა მათთან ერთად ყოფნა, ან ჩემს თავს ასეთ ადგილებსა და თავყრილობებში მონაწილეობის უფლებას არ ვაძლევდი, არამედ უბრალოდ დაღლილი ვიყავი...
სწორედ აქ შემხვდა კაცი, გამხდარი სამკუთხა სახით და წვეტიანი ყურებით, ახლოს ჩამჯდარი თვალებით, გადაპარსული გამელოტებული თავითა და მეჩხერი კბილებით...
მას ეცვა გახუნებული სამხედრო ფორმა, ეხურა თბილისური ფასონის კეპი "აეროდრომი", რომელსაც...
კობა ცხაკაია
კობა ცხაკაია – მსახიობი, დრამატურგი, მწერალი, კინორეჟისორი; 2019 წელს დაარსა შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი RadioKino, ხმოვანი წიგნისა და რადიო სპექტაკლის ელემენტების შერწყმით ქმნის აუდიო სერიალებს. 2020 წელს დააფუძნა თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალი „დიოგენე“. 2024 გახდა ლიტერატურული პრემიის „მუზა“ ლაურეატი და საუკეთესო დრამატურგიული ნაწარმოებისათავის მიენიჭა პრიზი და პრემია.