ოღუზ ათაის რომანი, „ხელმოცარულები“, 1997 წელს იუნესკოს მიერ თურქული ლიტერატურის რჩეულ ნაწარმოებად იქნა აღიარებული. ოღუზ ათაი 1977 წლის 13 დეკემბერს სრულიად ახალგაზრდა, 43 წლისა, თავის ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა.
ოღუზ ათაი (12.10.1934-13.12.1977) - თურქი მწერალი, მოდერნიზმის მამამთავარი თურქეთში. თურქები თვლიან მას თურქ ჯეიმზ ჯოისად. თურქებს რომ ეკითხები, ვინაა თქვენთან "დოსტოევსკი"? - ოღუზ ათაი, არის პასუხი. მისი წიგნები თარგმნილია ბევრ ევროპულ ენაზე. ქართულად პირველად ითარგმნა ნანა ჯანაშიას მიერ.