მოზამბიკელი მწერლის მია კოუტუს რომანი „მთვარეული მიწა“ პირველად 1992 წელს გამოიცა და მოგვითხრობს ბიჭის მუიდინგასა და მოხუცი ტუაჰირის შესახებ, რომლებიც სამოქალაქო ომს გაქცეულები გზაზე მიტოვებულ მაშიმბობუში (ავტობუსში) აფარებენ თავს. 1995 წელს ამ წიგნის მიხედვით გადაღებული იქნა ფილმი Sleepwalking Land.
მია კოუტუ (დაბ. 05.07.1955) – მოზამბიკელი მწერალი, კამოეშის პრემიისა (2013) და ნოიშტადტის საერთაშორისო პრემიის (2014) ლაურეატი.