„წითელი ლენტი შენს ჭიშკარზე“ ახალგაზრდა მწერლის, თამთა ლორთქიფანიძის, მეორე წიგნია. თამთას შემოქმედება მკითხველმა თავიდანვე შეიყვარა და დარწმუნებულები ვართ, რომ არც ეს პაწაწინა წიგნი დარჩება მკითხველის სიყვარულის გარეშე. თამთას ხატოვანი ენა თავიდანვე ხიბლავს მკითხველს და საინტერესო ისტორიებს ინტერესით ეცნობა.
მე–17 საუკუნის ქართული პატრიოტული ეპოსის თვალსაჩინო ძეგლი, პოემა „დიდმოურავიანი“, უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველი ხალხის ამსახველი გმირული ეპოპეაა, რომელიც დიდ მოურავს, გიორგი სააკაძეს ეძღვნება. პოემას სოციალური მნიშვნელობაც ენიჭება, რადგან მასში გამოკვეთილია საზოგადოებრივი აზრი ქვეყნის გასაჭირზე.
მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (20.11.1880-30.09.1937) - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ესსეისტი და პუბლიცისტი, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საკუთარ შეხედულებათა გამო სტალინის რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდა.
ბუნება პერიოდულად აფრთხილებს კაცობრიობას, წყალდიდობებზე, მიწისძვრებით, ვულკანის ამოფრქვევებით, ტაიფუნით. ამ მოვლენებს მიაქვს ბევრი ადამიანის სიცოცხლე. კატასტროფა ეს არის მოვლენა, რომელსაც მოჰყვება ტრაგიკული შედეგი. წიგნში მოცემული ბუნებრივი კატასტროფები და ტექნიკური კატასტროფების დიდი ალბათობით ადამიანთა მიზეზით მოხდა. წიგნში, ბუნებრივია, ყველა კატასტროფა არ არის შესული.
ნატო ონიანის მონოგრაფია „დემნა შენგელაია მოდერნისტული რომანის საწყისებთან“ ავტორის სადისერტაციო ნაშრომის შევსებული ვარიანტია. მასში განხილულია XX საუკუნის ქართული პროზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, მწერლისა და ფოლკლორისტის, დემნა შენგელაიას შემოქმედების ის პერიოდი, რომელიც მოდერნიზმის ეპოქას დაემთხვა.
„სვენ ძძი სამხედრო ხელოვნების შესახებ“ უძველესი და დღემდე ყველაზე სახელმოხვეჭილი ნაწარმოებია ჩინურ სამხედრო ხელოვნებაში, მას ჩინეთში „სამხედროთა წმინდა ტრაქტატს“ უწოდებენ, იგი ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ნაწარმოებია მთელ მსოფლიოშიც. ახ. წ. აღ. VIII საუკუნეში მან გავრცელება დაიწყო იაპონიაში, შემდეგ კორეაშიც, ხოლო XVIII საუკუნის ბოლოდან გამოჩნდა მისი თარგმანები ფრანგულ, ინგლისურ და სხვა ევროპულ ენებზე. წიგნი კომენტირებულია ძველი დროის ბევრი ცნობილი ჩინელი ავტორის მიერ, მას ეძღვნებოდა და ეძღვნება ჩინელ და უცხოელ ავტორთა მრავალი შრომა და მეცნიერული გამოკვლევა. სწორედ წიგნის ეს მაღალმხატვრული და ისტორიული ღირებულება გახდა მიზეზი იმისა, რომ გადავწყვიტეთ იგი ქართველი მკითხველისათვის გაგვეცნო. იმედი გვაქვს, ჩვენს მკითხველს მოეწონება ეს უძველესი ჩინური ტრაქტატი, რომელმაც დიდი ხანია თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო ხალხთა საგანძურში.
სახალისო-ლოგიკურ სავარჯიშოში მხატვარმა დამალა გეომეტრიული ფიგურები და ციფრები. თუ მონაცვლეობით ყველა ოთხკუთხედს გააფერადებთ ყვითლად და სამკუთხედს - წითლად, გამოიცნობთ დამალულფ იგურას.
„გავაცნოთ ციფრების წერა“ როგორც დამხმარე სახალისო-ლოგიკური მასალა ავითარებს ხელის ფალანგების მცირე კუნთებს, აცნობს სკოლაში წამსვლელს ციფრების სწორ მოხაზულობას, ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას და სახალისო ლოგიკური თამაშით უჯრებიან რვეულში ორიენტაციას.
სახალისო შემეცნებითი აქტივოვებით სკოლაში წამსვლელ ბავშვებს ვაცნობთ პირველი ათეულის არითმეტიკის საწყისებს, მოცულობით და ბრტყელ ფიგურებს, სივრცესა და დროში ორიენტაციას.
წინამდებარე წიგნში ბავშები შემოხაზვებით, შეერთებით, გაფერადებით, წერტილების დასმით ასრულებენ ლოგიკურ დავალებებს და წყვეტენ სააზროვნო-შემეცნებით ამოცანებს.
ეს არის სახალისო შემეცნებითი საუბარი აქტივობების სახით სამიდან ოთხ წლამდე ბავშვებისთვის. სავარაუდო ნიმუშები განკუთვნილია პედაგოგისთვის.