მახასიათებლები
- სათაური: დიაკვნიაანი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბაჩანა
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 1902
- ენა: ქართული
- გვერდები: 96
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 425
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ბაჩანა - დიაკვნიაანი
(მოთხრობა)
iBooks© 2024 ყველა უფლება დაცულია
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
iBooks
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო
ტელ: (32) 2314424
ელფოსტა: info@ibooks.ge
www. iBooks.ge
FB: iBooks
დიაკვნიაანი
I
დილაა შემოდგომისა,
ნისლი წევს ალაზანზედა,
მთების წვერებზედ – ღრუბლები,
ისე თუ მაღლა ცაზედა.
ჩუმად ჰწვიმს, ნისლი ბოჟირობს,
მიეთ-მოეთობს წამზედა.
მალ-მალ ბიბინებს უღრანი
ხშირი ტყე ღიჭბარდიანი,
კრიკინა, უსურვაზითა
ქსოვილი, ბურვილიანი:
ქარი მიმუვლის, ეხვევა,
ატირებს სურვილიანი.
ტყე იჭმახება და ოხრავს,
ხელებს ჰშლის, იმუდარება:
მზე არსადა სჩანს და ზეცა
სრულ ისევ იმუქარება, –
სიტურფით მაინც ამ არეს
ნეტავ რა შაედარება?
მიდის და არა თავდება
ჭალა თვალ-გადუწვდენელი,
ხშირი ტყე, ბალახ, კაჭახის
გულ-უხვად აღმომცენელი;
მიყვარს სიჩუმე იმისი
სიამის გამომცემელი.
მარტოკას გულით ვნებულსა
რა მმართებს ქალაქებისა?
მალ-მალე მომაგონდება
სახე იმ ალაგებისა,
სადაც დის ჯოგი ირმისა
და ბოლიქები შვლებისა.
სადაც მრავალი ჭანდარი,
შემკული ლამაზობითა,
წელთ მატიანეს მიამბობს
გრძელ-გრძელსა ათასობითა.
ძირს ხტება, ჭყივის ხოხობი,
მიმოჰქრის თამაშობითა!
მეთქმევა: „ასე ვეება
ჭალა ვინ გააშენაო?
ან გულის სატყვევნელადა
ასე რამ დაამშვენაო?
ნეტამც...