წინამდებარე წიგნში აქცენტი კეთდება სწორ ზეპირმეტყველებაზე: პირველი ათეულის არითმეტიკა - რიცხვების თვლა ათის ფარგლებში და უკუთვლაც; ნუმერაციული შეკრება-გამოკლება; რაოდენობრივი, რიგობითი რიცხვითი სახელების გამოყენება; ციფრების დასახელება; საგანთა შედარება ; პრაქტიკულად ელემენტარული მარტივი ამოცანის ამოხსნა; სივრცესა და დროში ორიენტაცია.
შემოხაზვებით, შეერთებით, გაფერადებით, წერტილების დასმით ასრულებენ ლოგიკურ დავალებებს და წყვეტენ სააზროვნო-შემეცნებით ამოცანებს. კვირის განმავლობაში სასურველია შესრულდეს ერთ გვერდზე განთავსებული დავალება მაინც.
ამ წიგნში მოცემული საუბარი-აქტივობის დახმარებით 4-5 წლის ბავშვები შეძლებენ თვლას 5-ის ფარგლებში, შედარებას, გაეცნობიან და დაახასიათებენ გეომეტრიულ ფიგურებს, სივრცით და დროით წარმოდგენებს...
წინამდებარე კრებულში წარმოდგენილია ქართველი მეფის, მამულიშვილის, მეცენატისა და მწიგნობრის, ვახტანგ მეექვსის პოეზია, გამსჭვალული პატრიოტული, ფილოსოფიური და სატრფიალო მოტვებით, რაც, ალ. ბარამიძის სიტყვებით, „ცხადჰყოფს, რომ ვახტანგს თავისი საკუთარი და საპატიო ადგილი უნდა მიეკუთვნოს როგორც ქართული კულტურის ისტორიაში საზოგადოდ, ისე ქართული პოეტური კულტურის ისტორიაში კერძოდ“.
„ქართული სამართლის ისტორიის“ მეორე ნაწილის მეორე ნაკვეთში ფუნდამენტურად არის განხილული დანაშაულისა და სამართლის სხვადასხვა ასპექტები, მათ შორის, დანაშაულებანი სახელმწიფოს, ადამიანის სიცოცხლის, საკუთრების წინააღმდეგ; სამართლის მხრივ, საკორპორაციო სამართალი, სამოქალაქო სამართალი, სისხლის სამართალი ისევე, როგორც სასამართლოს წარმოება საქართველოში.
დეტექტივის მთავარი გმირი, ინსპექტორი დანტე ბლემორი, გაზეთში ცნობილი ბიზნესმენის, რეინარდ მენსენეტის, გარდაცვალების შესახებ კითხულობს. რეინარდის ძმების თქმით, მათი ძმა მოწამლეს. ახალგაზრდა გამომძიებელი თავის დამხმარე და საუკეთესო მეგობარ დილან ბარეტთან ერთად მალევე იწყებს მკვლელობის გამოძიებას. მკვლელი მსხვერპლს პიჯაკის ჯიბეში წერილს უტოვებს, რომელშიც ნათლად მიანიშნებს, რომ მკვლელობის მოტივი შურისძიებაა, თუმცა შესაძლოა, ეს მხოლოდ ბლეფი იყოს. ინსპექტორი თანდათან ხვდება, რომ ეს საქმე მისთვის იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმოედგინა…
თუ წერის სტილთან და ტექნიკასთან ერთად ავტორი გაგრძნობინებს, რომ მის მიერ დაწერილი წიგნი სიმართლეა... რომ ეს ამბავი შენს ცხოვრებაშიც მომხდარა, ისევე როგორც სხვების ცხოვრებაში, მაშინ ეს ამბავი აუცილებლად უნდა მივიდეს მკითხველამდე. მკითხველმაც უნდა იგრძნოს, რომ მასავით სხვებსაც სტკენია, სხვების ცხოვრებაშიც იყო უიმედობა, დაცემა, აღდგომა, კათარზისი და, რაც მთავარია, სიყვარული. ეს პროცესი, მკითხველისთვის შვების მომგვრელია - ის იღებს გამოცდილებას და ასევე, შვებისმომგვრელია - ავტორისთვისაც, ის ხომ უშურველად გასცემს ამ გამოცდილებას...
ნაშრომში წარმოდგენილი ძირითადი ინფორმაცია აქამდე აღწერილი მდგომარეობების ანალიზს არ ეყრდნობა, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მასში განხილულია აქამდე უცნობი ფსიქიკური პათოლოგიები და მათი განვითარების მიზეზები. ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა გარკვეული ქიმიური ნივთიერებების გავლენას ადამიანის ფსიქიკასა და ორგანიზმზე. ქიმიური ინგრედიენტების ზუსტი მოქმედების მექანიზმის განსაზღვრა ფსიქიკურ აშლილობათა განვითარებისას საშუალებას იძლევა.