ვისთვისაც საინტერესოა ქართული მწერლობის ბედი საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, საბჭოთა ტოტალიტარიზმის ესთეტიკური საფუძვლების ჩამოყალიბების პროცესი, რთული მოვლენები ამ ეპოქის ლიტერატურასა და ხელოვნებაში, გამომცემლობა „საგა“ გთავაზობთ საბა მეტრეველის მონოგრაფიას „ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა – პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე“, ბატონ სოსო სიგუას რედაქტორობით.
საბა მეტრეველი - დაიბადა 1970 წლის 29 ივლისს. 1998 წლიდან დღემდე მუშაობს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად; 2011 წელს მიწვეული იყო აგრარული უნივერსიტეტის პროფესორად ბაკალავრიატში; 2014 წლიდან მიიწვიეს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორად დოქტორანტურაში.