დევიანტურად (deviation - გადახრილი) იწოდება ფსიქოლოგიურად მდგრადი ქცევის ისეთი ტიპი, რომელიც არ შეესაბამება საზოგადოებრივად მიღებულ და ოფიციალურად დადგენილ მორალურ-სამართლებლივ ნორმებსა და ღირებულებებს. სოციუმის მწვავედ უარყოფითი შეფასება-დამოკიდებულება, რასაც თან სდევს სტიგმატიზაცია/სოციალური მარკირება, დევიანტს მხოლოდ იზოლაციის, მკურნალობის ან სასჯელის ალტერნატივას სთავაზობს. დევიანტური ქცევის განმსაზღვრელი კრიტერიუმები არაერთმნიშვნელოვანი და ხშირად საკამათოა, რაც განპირობებულია მისი წინააღმდეგობრივი, ფარდობითი და დროში ცვალებადი ბუნებით.
ლია მეტრეველი – განათლების მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის პროფესორი; ეკა კორძაძე – სოციალური მეცნიერებების დოქტორი