წინამდებარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ფსიქოლოგიის ისტორიის კურსის უდიდესი მნიშვნელობა ისაა, რომ ამ საგნის შინაარსი არსებითად გვევლინება იმ კულტურის საფუძვლად, რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდეს ნებისმიერ სფეროში მომუშავე ფსიქოლოგი. სახელმძღვანელოს წაკითხვის შედეგად მკითხველი განსხვავებულად გაიაზრებს „პროგრესის“ ცნებას. პროგრესის გაგება იმ აზრით, რომ ახალი ცოდნა ხარისხობრივად უკეთესია ძველზე, შესაძლოა ტექნიკურ და არა სოციალურ მეცნიერებებში. მართლაც, დღეს კაცობრიობამ ზედმეტად ბევრი იცის ატომის, ადამიანის ნერვული სისტემის და ა.შ. შესახებ, მაგრამ ძველბერძენ და რომაელ ფილოსოფოსთა და ფსიქოლოგთა ღვაწლი თანამედროვე მეცნიერების მიერ შექმნილ შრომებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესოა. აქედან გამომდინარე, სახელმძღვანელოს სტრუქტურაც ამ პრინციპითაა აგებული. ფსიქოლოგიის ისტორია მკითხველს არამხოლოდ ფაქტებს აცნობს, არამედ აზროვნებასაც ასწავლის, უვითარებს ცალკეული ფსიქოლოგიური მოვლენისა თუ კონცეფციის გაგებისა და ადეკვატურად შეფასების უნარებს.
ნონა ახალაშვილი – ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ფსიქოლოგიური ლაბორატორია №1 და კრიმინალური ფსიქოლოგიის სააგენტოს დამფუძნებელი დირექტორი, ოცდაათწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილებით. არის 8 სასწავლო სახელმძღვანელოსა და 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი.