iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

წინანდლელი გენერლები

ავტორი: ნათია მაზანაშვილი

2023 წელი | გამომცემელი: ჩემი გამომცემლობა

თანამედროვე, ისტორია, ქართული

ფორმატები: pdf
162
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
4.5
(2 შეფასება)
ანოტაცია

ავტორმა წინამდებარე გამოცემა მშობლიურ სოფელს - წინანდალს და აქ მოსახლე წინაპრების ცხოვრებას და მოღვაწეობას მიუძღვნა, ისევე როგორც მისი პირველი წიგნი - „წინანდალი - საქართველოს მკერდის მძივი“ წინანდალს, როგორც ტურიზმისა და კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტს, არა მარტო საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც გამორჩეული ადგილი უკავია. სოფელს ყოველწლიურად ასი ათასზე მეტი უცხოელი თუ ადგილობრივი ტურისტი სტუმრობს. დღითიდღე იზრდება მისი მნიშვნელობა, როგორც კულტურული ღონისძიებების, საერთაშორისო საქმიანი შეხვედრებისა თუ უცხოეთის სამთავრობო დელეგაციების მიღების ადგილი.

მახასიათებლები
სარჩევი
გადაფურცვლა
ნათია მაზანაშვილი
ნათია მაზანაშვილი

ნათია მაზანაშვილი დაიბადა 1990 წლის 5 სექტემბერს ქ. თელავში. 2011 წლის 7 ივლისს მიენიჭა მედიცინის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2009-2011 წლებში მუშაობდა თბილისის ბავშვთა მეორე საავადმყოფოში, ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებით. არის პიარ-მენეჯერი სხვადასხვა კომპანიების. 2012 წლიდან მუშაობს ტელეკომპანია „ობიექტივში“, ტელეწამყვანად (სამედიცინო, პოლიტიკური და სოციალური გადაცემების ავტორი და წამყვანი). 2020 წელს გადაეცა სერთიფიკატი, საქართველოში სოციალური სამართლიანობის სოლიდარობის და თანასწორობის დამკვიდრებასა და განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.