წიგნში წარმოდგენილი საბაზისო მასალები და ზოგადი ასპექტები/ინსტრუქციები განკუთვნილია სამოქალაქო პირთათვის, რათა სხვადასხვა ინტენსივობის: მასობრივი არეულობების, სამხედრო კონფლიქტების, სამხედრო ოპერაციების და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დროს გაიზარდოს დაცულობის ხარისხი. წიგნში ავტორები შეეცადნენ გააერთიანებინათ უახლესი პერიოდის სხვადასხვა სამხედრო კონფლიქტებისა და ომების ანალიზის შედეგად დაგროვილი ინფორმაცია, ცოდნა, გამოცდილება და მოეხდინათ სათანადო სისტემატიზაცია. შექმნილი სურათის ბაზაზე შეიმუშავეს ეფექტური საფეხუროვანი ტიპოლოგიური ქცევის სისტემა სამოქალაქო პირთათვის საომარი ვითარების პირობებში.
გიორგი მკურნალიძე – სახელმწიფო უშიშროების თადარიგის ოფიცერი; სამეცნიერო შრომების ავტორი; პერსონალურ და სამოქალაქო თავდაცვა/უსაფრთხოების პრაქტიკოსი ექსპერტი. ზაალ სარაჯიშვილი – სდსს ვეტერანთა კავშირის აღმასრულებელი მდივანი, პოლიციის საერთაშორისო ასოციაციის (IPA) წევრი,ამჟამად ხელმძღვანელობს ეჟენ-ფრანსუა ვიდოკის სახელობის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და პერსონალური უსაფრთხოების ლაბორატორიას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.