iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ქართული

სორტირება:

წინამდებარე კვლევის საგანია ორი გმირული ეპოსი – „ამირანიანი“, „არსენას ლექსი“, და ერთი რომანტიკული ეპოსი – „აბესალომ და ეთერი“. ზურაბ კიკნაძე ამ სამ ეპოსზე ახლებურ ხედვას გადმოგვცემს, მათ შორის ერთობ საინტერესო პარალელებს ავლებს და მნიშვნელოვან მიგნებებსაც გვთავაზობს.

სიყვარული, ვნება, მოვალეობა, მეგობრობა და არჩევანი მათ შორის – ეს ის თემებია, რომლებიც უკიდურესი სიმწვავით არის დაყენებული ა. ყაზბეგის მოთხრობაში „ხევისბერი გოჩა“, იმდენად რადიკალურად, რომ გადაწყვეტა კონფლიქტის ერთი მონაწილის სიკვდილსა და მეორის (მსაჯულის) ჭკუიდან შეშლას იწვევს.

ხევისბერი გოჩა
1.77ლარი

ხევისბერი გოჩა

ალექსანდრე ყაზბეგი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წინამდებარ ნაშრომში ქართველი ისტორიკოსის მიერ განხილულია საბუთები საქართველოს სამი უცნობი მეფის – თამარ II-ის, კოსტანტინე VI-ის და მე-XV საუკუნის  აფხაზ-იმერეთის მეფე ვახტანგის შესახებ.

„მთებში მივალ, რომ გავექცე ქალაქს“ ავტორის მესამე ლექსების კრებულია. მასში თავმოყრილია, როგორც ავტორის პირადი სულის ტკივილი, ასევე პანდემიისა და ომების გამოძახილი - ლექსები, როგორც ბარიკადები მშვიდობასა და ომს შორის, ადამიანურ ტრაგედიებსა და ინდივიდებს შორის, სიყვარულსა და სიძულვილს შორის, ბოროტებასა და სიკეთეს შორის...

„ჟურნალისტიკის შესავალი” –არ არის მხოლოდ სასწავლო სახელმძღვანელო, ის ამ პროფესიით დაინტერესებულ ადამიანებს მოგცემთ სრულყოფილ ინფორმაციას, როგორ შექმნა კაცობრიობამ პროფესია, რომლის გარეშეც თანამედროვეობა, უბრალოდ, წარმოუდგენელია. წიგნში თავს იყრის მასმედია, მთელი თავისი დიდებულებით.

თამთა ლორთქიფანიძის პოეტური კრებული, „კესანები“, თამთას პირველი მცდელობაა დიდ პოეზიაში ფეხის ადგმის. მისი ლექსები სადაა, საინტერესო გადაწყვეტებით, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი და საინტერესო მიგნებებით.

კესანები
3.00ლარი

კესანები

თამთა ლორთქიფანიძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„წითელი ლენტი შენს ჭიშკარზე“ ახალგაზრდა მწერლის, თამთა ლორთქიფანიძის, მეორე წიგნია. თამთას შემოქმედება მკითხველმა თავიდანვე შეიყვარა და დარწმუნებულები ვართ, რომ არც ეს პაწაწინა წიგნი დარჩება მკითხველის სიყვარულის გარეშე. თამთას ხატოვანი ენა თავიდანვე ხიბლავს მკითხველს და საინტერესო ისტორიებს ინტერესით ეცნობა.

ნიშნებს, მინიშნებებს ყურადღებას არ ვაქცევთ... თუმცა სამყარო გველაპარაკება... ჩვენ კი ამ შეუცნობელ, საინტერესო, იდუმალებით მოცულ სამყაროში, რომელიც ბევრ სიურპრიზს გვპირდება და გვიმზადებს, არ ვიცით როგორ ვიცხოვროთ და მინიშნებებესაც ყურადღებას არ ვაქცევთ.

მე–17 საუკუნის ქართული პატრიოტული ეპოსის თვალსაჩინო ძეგლი, პოემა „დიდმოურავიანი“, უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველი ხალხის ამსახველი გმირული ეპოპეაა, რომელიც დიდ მოურავს, გიორგი სააკაძეს ეძღვნება. პოემას სოციალური მნიშვნელობაც ენიჭება, რადგან მასში გამოკვეთილია საზოგადოებრივი აზრი ქვეყნის გასაჭირზე.

დიდმოურავიანი
2.55ლარი

დიდმოურავიანი

იოსებ თბილელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ეს მოთხრობა იმის შესახებაა, თუ რა შეიძლება მოყვეს შედეგად სიხარბეს, როგორ შეიძლება, დააბრმავოს ადამიანი და ჩაადენინოს დანაშაული, რასაც გარდაუვლად მოყვება ახალი დანაშაული, შემდეგ კიდევ ახალი და ა.შ. თუმცა ამ მოთხრობაში ყველაფერი გაცილებით უფრო დრამატულ შედეგამდე მიდის.

ორი შვილი
1.33ლარი

ორი შვილი

მიხეილ ჯავახიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (20.11.1880-30.09.1937) - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ესსეისტი და პუბლიცისტი, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საკუთარ შეხედულებათა გამო სტალინის რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდა.

კურდღელი
2.22ლარი

კურდღელი

მიხეილ ჯავახიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ბუნება პერიოდულად აფრთხილებს კაცობრიობას, წყალდიდობებზე, მიწისძვრებით, ვულკანის ამოფრქვევებით, ტაიფუნით. ამ მოვლენებს მიაქვს ბევრი ადამიანის სიცოცხლე. კატასტროფა ეს არის მოვლენა, რომელსაც მოჰყვება ტრაგიკული შედეგი. წიგნში მოცემული ბუნებრივი კატასტროფები და ტექნიკური კატასტროფების დიდი ალბათობით ადამიანთა მიზეზით მოხდა. წიგნში, ბუნებრივია, ყველა კატასტროფა არ არის შესული.

ნატო ონიანის მონოგრაფია „დემნა შენგელაია მოდერნისტული რომანის საწყისებთან“ ავტორის სადისერტაციო ნაშრომის შევსებული ვარიანტია. მასში განხილულია XX საუკუნის ქართული პროზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, მწერლისა და ფოლკლორისტის, დემნა შენგელაიას შემოქმედების ის პერიოდი, რომელიც მოდერნიზმის ეპოქას დაემთხვა.

თქვენ წინაშეა ქართველი ლექსიკოგრაფოსის ფუნდამენტური ნაშრომი, „სრული რუსულ-ქართული ლექსიკონი“, რომელიც XIX საუკუნეშია შედგენილი. ქვეყნდება ორ ტომად. მეორე ტომი მოიცავს ასოებს О-დან V-ის ჩათვლით.

თქვენ წინაშეა ქართველი ლექსიკოგრაფოსის ფუნდამენტური ნაშრომი, „სრული რუსულ-ქართული ლექსიკონი“, რომელიც XIX საუკუნეშია შედგენილი. ქვეყნდება ორ ტომად. პირველი ტომი მოიცავს ასოებს A-დან Н-ის ჩათვლით.

სახალისო-ლოგიკურ სავარჯიშოში მხატვარმა დამალა გეომეტრიული ფიგურები და ციფრები. თუ მონაცვლეობით ყველა ოთხკუთხედს გააფერადებთ ყვითლად და სამკუთხედს - წითლად, გამოიცნობთ დამალულფ იგურას.

აბა გამოიცანი
0ლარი

აბა გამოიცანი

ნუგზარ აბაკელია

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star