დეტექტივის მთავარი გმირი, ინსპექტორი დანტე ბლემორი, გაზეთში ცნობილი ბიზნესმენის, რეინარდ მენსენეტის, გარდაცვალების შესახებ კითხულობს. რეინარდის ძმების თქმით, მათი ძმა მოწამლეს. ახალგაზრდა გამომძიებელი თავის დამხმარე და საუკეთესო მეგობარ დილან ბარეტთან ერთად მალევე იწყებს მკვლელობის გამოძიებას. მკვლელი მსხვერპლს პიჯაკის ჯიბეში წერილს უტოვებს, რომელშიც ნათლად მიანიშნებს, რომ მკვლელობის მოტივი შურისძიებაა, თუმცა შესაძლოა, ეს მხოლოდ ბლეფი იყოს. ინსპექტორი თანდათან ხვდება, რომ ეს საქმე მისთვის იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმოედგინა…
თუ წერის სტილთან და ტექნიკასთან ერთად ავტორი გაგრძნობინებს, რომ მის მიერ დაწერილი წიგნი სიმართლეა... რომ ეს ამბავი შენს ცხოვრებაშიც მომხდარა, ისევე როგორც სხვების ცხოვრებაში, მაშინ ეს ამბავი აუცილებლად უნდა მივიდეს მკითხველამდე. მკითხველმაც უნდა იგრძნოს, რომ მასავით სხვებსაც სტკენია, სხვების ცხოვრებაშიც იყო უიმედობა, დაცემა, აღდგომა, კათარზისი და, რაც მთავარია, სიყვარული. ეს პროცესი, მკითხველისთვის შვების მომგვრელია - ის იღებს გამოცდილებას და ასევე, შვებისმომგვრელია - ავტორისთვისაც, ის ხომ უშურველად გასცემს ამ გამოცდილებას...
ნაშრომში წარმოდგენილი ძირითადი ინფორმაცია აქამდე აღწერილი მდგომარეობების ანალიზს არ ეყრდნობა, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მასში განხილულია აქამდე უცნობი ფსიქიკური პათოლოგიები და მათი განვითარების მიზეზები. ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა გარკვეული ქიმიური ნივთიერებების გავლენას ადამიანის ფსიქიკასა და ორგანიზმზე. ქიმიური ინგრედიენტების ზუსტი მოქმედების მექანიზმის განსაზღვრა ფსიქიკურ აშლილობათა განვითარებისას საშუალებას იძლევა.
წიგნში შემოთავაზებულია მერაბ მამარდაშვილის ორი, უაღრესად საინტერესო კურსი მიერ ფილოსოფიურ თემებზე, რომელიც მან გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე წაიკითხა. ლექციები წიგნში შემოთავაზებულია „ისე, როგორც წაკითხულ იქნა“, რედაქტირების გარეშე, რისი გაკეთებაც, ბუნებრივია, ავტორმა ვერ შეძლო.
სახელოვანი ქართველი სუმეროლოგის ეს ადრეული წიგნი ეძღვნება სუმერულ და ქართულ ენებს შორის მსგავსების დადგენას გრამატიკისა და უშუალოდ სიტყვათა შედარების საფუძველზე, რაც არსებითად ერთ-ერთი პირველი ქართული ნაშრომია ამ სფეროში და, შესაბამისად, საფუძველს უყრის ქართული ენის შესწავლას ახალ მიმართულებით.