დემნა შენგელაია (1896-1990) საუკუნეთა გზაგასაყარზე
„სანავარდო“ - ახალი ქართული რომანი
„გურამ ბარამანდიას“ კონცეპტუალური საფუძვლები
„ტფილისი“
დამოწმებული ლიტერატურა
ნატო ონიანი - დემნა შენგელაია მოდერნისტული რომანის საწყისებთან
სარჩევი
დემნა შენგელაია (1896-1990) საუკუნეთა გზაგასაყარზე
„სანავარდო“ - ახალი ქართული რომანი
„გურამ ბარამანდიას“ კონცეპტუალური საფუძვლები
„ტფილისი“
დამოწმებული ლიტერატურა
ვუძღვნი მშობლების - მერი თენიეშვილისა და გიორგი (ჟორა) ონიანის ხსოვნას.
ავტორი
წინასიტყვაობის მაგიერ
ნატო ონიანის მონოგრაფია „დემნა შენგელაია მოდერნისტული რომანის საწყისებთან" ავტორის სადისერტაციო ნაშრომის შევსებული ვარიანტია. მასში განხილულია XX საუკუნის ქართული პროზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, მწერლისა და ფოლკლორისტის, დემნა შენგელაიას შემოქმედების ის პერიოდი, რომელიც მოდერნიზმის ეპოქას დაემთხვა. ახალმა მიმდინარეობამ კარდინალურად შეცვალა არა მხოლოდ ლიტერატურული პროცესი, არამედ საზოგადოდ, ქართული სააზროვნო სივრცე.
დემნა შენგელაიას „სანავარდო~ ფაქტობრივად, პირველი ქართული მოდერნისტული რომანია, პირველი ქართული უსიუჟეტო რომანი, რომელიც 1924 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „მნათობში~. მას მოჰყვა „გურამ ბარამანდია~, რომელიც 1925 წელს, ჟურნალ „მნათობის" დამატების, სამხატვრო-სალიტერატურო ალმანახ „დარიალის" ერთადერთ ნომერში დაიბეჭდა. მესამე რომანი „ტფილისი" კი 1927 წელს, ჟურნალ „მნათობში" გამოქვეყნდა. სწორედ ეს სამი რომანი გახდა სადოქტორო დისერტაციისა და შესაბამისად, წარმოდგენილი მონოგრაფიის კვლევის საგანი.
მონოგრაფიის ცალკეული თავები („სანავარდოს" მითოსური პლასტები; „სანავარდოს" ქრონოტოპი; დემნა შენგელაიას „სანავარდოს" მსოფლმხედველობრივ-კულტურული წანამძღვრები; „სანავარდოს" მითოსური ხატები; დაღლილი სისხლის კონცეპტი დემნა შენგელაიას მოდერნისტულ რომანში) სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალებსა და გამოცემებში (ჟურნალი „ლიტერატურული ძიებანი", N33, 2012; საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ახალგაზრდა...