წინამდებარე კრებულში წარმოდგენილია ქართველი მეფის, მამულიშვილის, მეცენატისა და მწიგნობრის, ვახტანგ მეექვსის პოეზია, გამსჭვალული პატრიოტული, ფილოსოფიური და სატრფიალო მოტვებით, რაც, ალ. ბარამიძის სიტყვებით, „ცხადჰყოფს, რომ ვახტანგს თავისი საკუთარი და საპატიო ადგილი უნდა მიეკუთვნოს როგორც ქართული კულტურის ისტორიაში საზოგადოდ, ისე ქართული პოეტური კულტურის ისტორიაში კერძოდ“.
ვახტანგ VI (15.09.1675-26.03.1737) - ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714 წლებში, ქართლის მეფე 1716-1724 წლებში; პოეტი, მთარგმნელი, ისტორიკოსი, კოდიფიკატორი და მეცნიერი.