iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ქართული

სორტირება:

"ამ უფაქიზესი წიგნის ავტორი, ოლიკო ცისკარიშვილი, ჩემი, თითქმის ბავშვობის მეგობარია და პირველი შეხვედრიდანვე მახსოვს... იცით, როგორი იყო?!. რაღაცნაირი... საინტერესო... ხშირად მიფიქრია, რა იყო მაინც ის, რითიც ასე მკვეთრად გამოირჩეოდა სხვებისგან... ეს „საიდუმლო“ მაშინ ამოვხსენი, როცა ჩვენმა ლექტორმა, პირველი თავისუფალი ესეს დაწერა და ჯგუფში, ხმამაღლა წაკითხვა დაგვავალა  ...  მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა... და ახლა, როცა ოლიკო ცისკარიშვილის ფიქრებს, ტკივილებს, იმედებს, ყოველდღიურ განცდებსა თუ წვიმიან და თოვლიან დღეებს, უფაქიზეს ლექსებადქცეულს ვხედავ, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, ეს წიგნი, მკითხველისთვის ისეთივე ახლობელი, დამამშვიდებელი და საყვარელი გახდება, როგორც წლების წინათ, მეგობრისაგან კარში დატოვებული პატარა ბარათი... რომელიც მხოლოდ შენ მოგწერეს..." – ია მაჭავარიანი.

 

მზეს ველოდები
5.00ლარი

მზეს ველოდები

ოლიკო ცისკარიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

სიუჟეტი ახლო მომავალში ვითარდება, რომელშიც მთავარი გმირი - ჰრაბი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ხვდება. გამოგონილი პერსონაჟებისა და ქალაქების აღწერის, აგრეთვე, ირონიით გაჯერებული დიალოგების მიღმა მისი მასპინძლების ნამდვილი სახე და ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით მათი დამოკიდებულება მარტივად მჟღავნდება. მიუხედავად პერსონაჟთა მრავალფეროვნებისა, კვანძი თანდათან იხსნება, საბოლოოდ კი ნათელი ხდება თუ რა კავშირი აქვს თითოეულ მათგანს ერთმანეთთან.

ჰრაბ შრიქგენი
4.00ლარი

ჰრაბ შრიქგენი

იანუს ბლაინდი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

თქვენს წინაშეა "თქმულება ამირანზე" ან უბრალოდ "ამირანი", ქართული ფოლკლორის პოეტური ნიმუში, რომელიც ამირანის სიყვარულს, დევებსა და ღმერთებთან მის ბრძოლას, ყამარის (ცეცხლის სიმბოლოს) მოტაცებასა და მისი გამოქვაბულში მიჯაჭვის ამბავს გადმოგვცემს, ამ ყველაფერს კი სიმბოლური ხასიათი აქვს.

წინამდებარე ნაშრომი დიალექტიკური თვალსაზრისით გადმოსცემს საზოგადოების განვითარების აუცილებლობას კონსერვატიულიდან სოციალისტურისკენ მისი თანამდევი ისტორიული და ეკონომიური შემადგენლებით.

"კარლ კაუცკის ახალი ფილოსოფია" მარქსიზმის პრინციპებისგან კარლ კაუცკის განდგომით გამოწვეული მწვავე კრიტიკაა იმავდროულად ჩეხი ფილოსოფოსის ღრმა განსწავლულობისა და საკითხის ცოდნის აღიარებით.

წინამდებარე კვლევა ქცევის ფიზიოლოგიური შესწავლის მონაცემთა საფუძველზე ქცევის არსს, მის შემადგენლობას, წარმოშობას, თანდაყოლილ თუ შეძენილ ხასიათსა და მოქმედების წარმოქმნის ადგილს შეისწავლის, ისევე, როგორც მის დამოკიდებულებას ბუნების კანონებთან.

წინამდებარე ნაშრომში ქართველი ფილოსოფოსი პოპულარული ენით განმარტავს ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიას, ფიზიკის მეცნიერებაში მანამდე არსებულ მდგომაროებასა და აღნიშნული თეორიის მნიშვნელობას ფილოსოფიისთვის.

მიხეილ ჯავახიშვილის პროზის შედევრი, "ოქროს კბილი", თომა შადიშვილის გულში სრულიად შემთხვევით აღძრული გრძნობისა და ამ გრძნობის ობიექტის ძიების უიღბლობას აღწერს, თუმცა ნაწარმოები სცდება ორი ადამიანის განუხროციელებელი სიყვარულის ბანალურ გადმოცემას და უფრო ღრმა, ფილოსოფიურ, ადამიანის მყოფობის ტრაგიკულ ხვედრზე ჩაგვაფიქრებს.

ოქროს კბილი
2.44ლარი

ოქროს კბილი

მიხეილ ჯავახიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ქართული ლიტერატურული კრიტიკის ერთ-ერთი პიონერის, კიტა აბაშიძის კრიტიკულ ესსეთა კრებული მოიცავს XIX საუკუნის ქართველი მწერლებისა და პოეტების ერთი ნაწილის შემოქმედების ანალიზს, როგორც თვითონ უწოდებს მას, "ევოლუციის მეთოდის" საფუძველზე. მეორე ნაწილში განხილულია გ. წერეთლის, ა. ყაზბეგის, ვაჟას, დ. კლდიაშვილისა და სხვათა შემოქმედება.

წინამდებარე თხზულება შესანიშნავი საშუალებაა სოკრატემდელი ბერძნული ფილოსოფიის ავტორიტეტული მიმდინარეობის, ატომიზმისა, და მისი უდიდესი წარმომადგენლის, დემოკრიტეს გაცნობისა. დანართის სახით თხზულებას ახლავს ფრაგმენტები ლუკრეციუსის ნაშრომიდან "საგანთა ბუნებისათვის".

ტრაგიკული ბედის მქონე ქართველი მეფის გადაწყვეტილების პირველ პლანზე წამოწევით ილია იმ ეპოქის უკუღმართობას გვიჩვენებს და აყალიბებს მონარქის იდეალს, რომელიც შეგნებულად სწირავს თავს სამშობლოს.

ქართული ლიტერატურული კრიტიკის ერთ-ერთი პიონერის, კიტა აბაშიძის კრიტიკულ ესსეთა კრებული მოიცავს XIX საუკუნის ქართველი მწერლებისა და პოეტების ერთი ნაწილის შემოქმედების ანალიზს, როგორც თვითონ უწოდებს მას, "ევოლუციის მეთოდის" საფუძველზე. პირველ ნაწილში განხილულია შემოქმედება რომანტიკოსებიდან აკაკი წერეთლამდე, მისი ჩათვლით.

ანარქიზმით გატაცების პერიოდში შექმნილი თხზულება მომავალი საზოგადოების ფორმირების ნაბიჯებს განსაზღვრავს, რაც სრულად უარყოფს რაიმე სახის თანამშრომლობასა და მონაწილეობის მიღებას სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში და, აქედან გამომდინარე, ძალმომრეობითი რევოლუციის კონცეფციას გვთავაზობს.

დოკუმენტების საფუძველზე შექმნილი ისტორია ქართული ეკლესიისა მნიშვნელოვანი ნაშრომი იყო საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისა და ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის, განვითარების გააზრებისთვის, და მნიშვნელოვანია დღესაც.

წიგნში შესწავლილია აგიოგრაფიის სპეციფიკა, მისი როლი და ადგილი ქართულ სულიერ კულტურაში; IV-XI საუკუნეების ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები გაანალიზებულია რელიგიურ-დოგმატური და მხატვრულ-ესთეტიკური ასპექტებით. ეს წიგნი გამიზნულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების, სასულიერო სემინარია-აკადემიების სტუდენტების, მასწავლებლების, მკვლევ- რებისა და ქართული საეკლესიო მწერლობით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

აგიოგრაფია
9.00ლარი

აგიოგრაფია

საბა მეტრეველი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წინამდებარე კრებულში იოანე ბატონიშვილი შეკუმშული ფორმით გადმოგვცემს კახეთის, ქართლის, იმერეთისა და ოდიშის თავად-აზნაურთა წარმომადგენლების გვარებს და მათ მოკლე ისტორიას.