მახასიათებლები
- სათაური: აინშტაინის რელატივობის თეორია
- ISBN კოდი:
- ავტორი: მოსე გოგიბერიძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 50
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 854
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
მოსე გოგიბერიძე - აინშტაინის რელატივობის თეორია
iBooks© 2021 ყველა უფლება დაცულია
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
iBooks
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო
ტელ: (32) 2314424
ელფოსტა: info@ibooks.ge
www. iBooks.ge
FB: IBooks
სარჩევი
A.
B.
C.
A.
(ახალი ფიზიკა)
1. აინშტაინამდის
მთვარიან ღამეში მოგზაურობის დროს უსათუოდ გიფიქრია შენ, პატივცემულო მკითხველო, იმის შესახებ, თუ როგორ არის მოწყობილი ჩვენი სამყარო, რა ძალები ამოძრავებს მას, რად არის ცა მოჭედილი ვარსკვლავებით, რად მისცურავს ზეცაში მთვარე, რად ამოვა დილას მზე და სხვ.
მე ვიგულისხმებ, რომ საშუალო სწავლა მაინც მიგიღია, მაშინ შენ იცი მთელი რიგი პასუხებისა, რომელიც მეცნიერებას ამ საკითხებისათვის სხვადასხვა დროს გაუცია და ამაყობ კიდეც ამ პასუხების ცოდნით. შენ თავისუფალი ხარ რელიგიური ლეგენდების გავლენისაგან და გგონია, რომ იცი ქვეყნის ბრუნვის საიდუმლოება. ბუნების მოვლენების ასახსნელად შენ აღარ გჭირდება ღმერთის დახმარება, ღმერთის მოციქულებზე უკეთ იცი სხვადასხვა მოვლენების მიზეზები. მეცნიერებას, რომელიც ასეთ პასუხებს იძლევა, შენ უწოდებ ფიზიკას და უსათუოდ ამაყობ იმით, რომ შენ გაქვს ფიზიკის მეცნიერება. და მართლაც აზროვნების ისტორიას არ წარმოუშვია არც ერთი მეცნიერება, რომელიც უფრო მტკიცე და საიმედო პასუხს იძლეოდეს ბუნების და სინამდვილის გაგებისათვის, ვიდრე ფიზიკა. ამიტომ ნათლად წარმოსადგენია შენი გულისწყრომა და...