მახასიათებლები
- სათაური: კარლ კაუცკის ახალი ფილოსოფია
- ISBN კოდი:
- ავტორი: მოსე გოგიბერიძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 20
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 803
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
მოსე გოგიბერიძე - კარლ კაუცკის ახალი ფილოსოფია
iBooks© 2021 ყველა უფლება დაცულია
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
iBooks
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო
ტელ: (32) 2314424
ელფოსტა: info@ibooks.ge
www. iBooks.ge
FB: IBooks
ა) კ. კაუცკის წიგნის შესახებ საერთოდ
რამდენიმე თვის წინად გამოვიდა კ. კაუცკის ახალი დიდი წიგნი: Die materialistische Geschictsaufassung-Berlin. 1927 - „მატერიალისტური გაგება ისტორიისა - ბერლინი 1927 წ.“. დასახელებული ნაშრომი გამოსულია ორ დიდ ტომად და შეიცავს არა ნაკლებ 1.800 გვერდისა. მის ავტორს ამ წიგნზე უმუშავნია ათი წელიწადი და თავისებურად გაუკვლევია მთელი კომპლექსი იმ თეორიული, თუ პრაქტიკული ხასიათის საკითხებისა, რომლებსაც ისტორიული მატერიალიზმი ეხება.
მაგრამ, მკითხველი რომ შეცდომაში არ შევიდეს ამ თავითვე აუცილებელია გავაცხადოთ, რომ ამ წიგნში მოცემული ისტორიული მატერიალიზმის თეორია არ შეიცავს მარქს-ენგელსის მსოფლმხედველობის კომენტატორულ და სისტემატიურ გადმოცემა-დალაგებას, არამედ აქ ჩვენ საქმე გვაქვს თვით კარლ კაუცკის საკუთარ ფილოსოფიასთან. წიგნის დასაწყისშივე აცხადებს ამის შესახებ ავტორი: „ის რასაც მე აქ ვიძლევი, არის ჩემი საკუთარი დასაბუთება ისტორიის გაგებისა“, (ტომი I გვ. 16) და შემდეგ მთელი ამ ათას რვაას გვერდიანი წიგნის ყველა ნაწილში განმეორებულია ის აზრი, რომ კაუცკის თეორია არ შეიცავს მარქსის დებულების უბრალო განმეორებას, არამედ დამყარებულია მეცნიერების ახალი მიღწევების ხანგრძლივ შესწავლაზე ერთის მხრივ, და იმ გამოცდილებაზე მეორეს მხრივ, რაც ჩვენს ავტორს მიუღია ინდუსტრიალური...