აკაკი ურუშაძის წიგნი „ძველი ბერძნული ენა“ მესამე შესწორებული გამოცემაა. ამ წიგნში წინა ორი გამოცემა ერთმანეთს შეჯერებულია და წარმოდგენილია როგორც სასწავლო პარაგრაფების ლექსიკონი, რაც მხოლოდ პირველ გამოცემაში იყო, ასევე ანბანური ლექსიკონი, რაც მხოლოდ მეორე გამოცემაშია.
აკაკი ურუშაძე (27.10.1918-?) - ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე.