მახასიათებლები
- სათაური: ოქროს კბილი
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 43
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1380
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
მიხეილ ჯავახიშვილი - ოქროს კბილი
iBooks© 2021 ყველა უფლება დაცულია
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
iBooks
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო
ტელ: (32) 2314424
ელფოსტა: info@ibooks.ge
www. iBooks.ge
FB: IBooks
ბოლოს, როგორც იყო, თელავიდან ჩამოსულმა მართამ თავისი შვილი თომა მოსტეხა და მამა-დავითის მთაზე აიყვანა. თომა დიდხანს ურჩობდა. არ შეუძლია მოლარეს გართობა: არც დუქან-რესტორანებში ქეიფი, არც კლუბებში ხეტიალი, არც გასართობ ალაგებში გამოჩენა. რას იტყვის გამგე? რას იფიქრებენ სხვებიც? მოქეიფეს და მოხეტიალეს ვერ ვენდობითო. დღეს ან ხვალ ან ღვინო გაიტაცებს, ან ქაღალდის თამაში, ან ლამაზი ქალი. მერე რა მოჰყვება ამას? სამსახურზე გულის აცრუება, და სახალხო ფულის გაფლანგვა, დაპატიმრება, თავის მოჭრა და სამუდამოთ შერცხვენა. არა, ისეთი კაცი არ არის თომა შადიშვილი, რომ თავის თავზე ავი სიტყვა ათქმევინოს ან ცუდი აფიქრებინოს ვინმეს. ტყუილად არ იტყვიან ხოლმე მოუდრეკელ თომაზე: „კაცი კი არ არის, კაჟია, კაჟი!“ ტყუილად კი არ დაარქვეს მიუკარებელ მოლარეს ბერი (თომას დედასთვის არ უთქვამს, რომ ნამდვილად წუწკი ბერი დაარქვეს). ისიც უნდა იცოდეს მართამ, რომ პატიოსან მოლარეს ზოგჯერ ათი ათასს მანეთს მიანდობენ ხოლმე ბანკამდე, ან ბანკიდან თავიანთ სალარომდე. უფრო მეტიც: ერთხელ თომა ბათუმში გაგზავნეს, ორი დარაჯი გააყოლეს და ოცი ათასი მანეთი გაატანეს. ერთი სიტყვით, თომა შადიშვილს უმწიკვლო სახელი აქვს ქალაქში და ერთი გავლისთვის ამ სახელს ჩრდილს არ მიაყენებს. ესეც რომ არ იყოს, თომას არა სცალიან: საღამოობითაც მუშაობს; დავთრებს ათავებს, ფულსა სთვლის...
მიხეილ ჯავახიშვილი
მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (20.11.1880-30.09.1937) - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ესსეისტი და პუბლიცისტი, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საკუთარ შეხედულებათა გამო სტალინის რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდა.