ეს წიგნი, რომელიც 1935 წელს გამოქვეყნდა, სპარსეთში იძულებით გადასახლებული ქართველების შესახებაა, მათი ყოფა-ცხოვრებისა და ადათების, მათი არსებული მდგომარეობის, გამუსულმანების, სიდუხჭირის, უპერსპექტივობის და კიდევ იმის, რომ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათმა უმრავლესობამ მაინც შეინარჩუნა მშობლიური ენა.
ადამიანის სულიერ სამყაროში ფსიქოლოგიური წვდომის ნიუანსები, მაძიებლობის ვნება და თავგადასავალი, ზღაპრული ატმოსფეროსთვის დამახასიათებელი მგრძნობელობა - ეს ყველაფერი „სალსავას“ საინტერესო შრეებია, რაც თხრობის მშვიდი და ფაქიზი ტემპორიტმითაა გადმოცემული. ყოველდღიური ქაოსით და რუტინით დაღლილი მკითხველისთვის ის ნამდვილად აღმოჩნდება უცხო კუნძული, სადაც შეძლებს მარადიულ თემებზე ჩაფიქრდეს და საკუთარი სულის სიღრმეებშიც იმოგზაუროს.
Resurgam-ი 2019 წლის ზაფხულში დაიწერა,ზუსტად სამ თვეში,შემდეგ რა თქმა უნდა,მომიწია რედაქტირება. თავად დავუკავშირდი მწერალ, საზოგადო მოღვაწეს, ბატონ რომან ზუკაკიშვილს, რომელმაც არაერთი რჩევა მომცა, რაც ძალიან დამეხმარა. ვეცადე საინტერესო გამოსულიყო მკითველისთვის. ვფიქრობ, ჩემი პატარაობის ოცნება ნელ-ნელა ხდება, რაც ძალიან მახარებს. Resurgam - კვლავ აღვდგები შეესაბამება წიგნის დასასრულს,რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს...
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს მეთოდურ სახელმძღვანელოს სხვადასხვა დონის გაანგარიშებითი ქიმიური ამოცანების ამოხსნაში. ამოცანები განხილული და კლასიფიცირებულია პირობების სტრუქტურის და ამოხსნის მეთოდების გათვალისწინებით. მოყვანილია ამოცანის თითოეული ტიპის ამოხსნის შესაბამისი ალგორითმი.
სავარჯიშოების კრებული ოთხი ნაწილისგან შედგება. პირველ-მეორე ნაწილში თავმოყრილია თეორიული ნაწილი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის. მესამე ნაწილში მოცემულია საპროგრამო ტექსტების სავარჯიშოები, რომლებიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა დალაგებული, მეოთხე ნაწილში იდეურ-თემატური დაჯგუფების პრინციპით გაერთიანებულია არასაპროგრამო ტექსტების დავალებები.
როგორ ვასწავლოთ ქართული ენა და ლიტერატურა? რა სისტემითა და რა სახით დავეხმაროთ მოსწავლეებს ტექსტების ათვისებასა და გაგებაში? საკითხი - როგორ ვასწავლო? გახდა უმნიშვნელოვანესი. ამ საკითხის მოგვარების ჩვენეული მცდელობაა წინამდებარე კრებულიც. ეს ჩემთვის წიგნის გამოცემის მეორე მცდელობაა უკვე. პირველი წიგნის გამოცემიდან ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ამჯერად უკვე მეგობართანა და საუკეთესო პროფესიონალთან ერთად გადავწყვიტე დამხმარე სახელმძღვანელოზე მუშაობა.