მახასიათებლები
- სათაური: ქცევათმეცნიერება და ფსიქოლოგია
- ISBN კოდი:
- ავტორი: ივანე ბერიტაშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 61
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1491
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- წერილი პირველი. ქცევათმეცნიერება, როგორც მოძღვრება ორგანიზმის მთლიანი რეფლექსური აქტების შესახებ
- წერილი მეორე. ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება სუბიექტურ განცდათა შესახებ
- წერილი მესამე. ქცევათმეცნიერება და დიალექტიკური მატერიალიზმი
გადაფურცვლა
ივანე ბერიტაშვილი – ქცევათმეცნიერება და ფსიქოლოგია
iBooks© 2021 ყველა უფლება დაცულია
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
iBooks
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო
ტელ: (32) 2314424
ელფოსტა: info@ibooks.ge
www. iBooks.ge
FB: IBooks
სარჩევი
წერილი პირველი. ქცევათმეცნიერება, როგორც მოძღვრება ორგანიზმის მთლიანი რეფლექსური აქტების შესახებ
წერილი მეორე. ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება სუბიექტურ განცდათა შესახებ
წერილი მესამე. ქცევათმეცნიერება და დიალექტიკური მატერიალიზმი
წერილი პირველი. ქცევათმეცნიერება, როგორც მოძღვრება ორგანიზმის მთლიანი რეფლექსური აქტების შესახებ
ქცევის განმარტება. ქცევა ეწოდება გარემოს ცვლილებებისადმი ადამიანისა და ცხოველების სწრაფ-უშუალო შეგუების აქტებს. ადამიანი და საზოგადოდ ცხოველები, თუ მშიერნი არიან ეძებენ საკვებს და სჭამენ. მტრისაგან თავს დაიცავენ, ან მისგან გაქცევით, ან თვით მასზევე დაცემით. განსაზღვრულ პერიოდებში აწარმოებენ სასქესო აქტებს გამრავლებისათვის. ყველა ეს წარმოადგენს ქცევის დამახასიათებელ აქტს. ქცევის თვითოეული აქტი თავის თავად მოქმედების რთული აქტია, რომელშიც მონაწილეობას მთელი ორგანიზმი ღებულობს. ასე მაგალითად, როდესაც მშიერი ადამიანი ან მაღალ საფეხურზე მდგომი ცხოველი, მაგ, ძაღლი, წააწყდება საჭმელს, უპირველეს ყოვლისა მისაკენ თავსა და თვალებს მიმართავს, შემდეგ მიუახლოვდება მას და დაჰყნოსს. თუ აღნიშნული საკვები მისთვის უკვე ნაცნობია, ის მყისვე წაავლებს მას პირს...