კრებული გამოიცემა საბერძნეთის რევოლუციის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. კრებულში შესულია საბერძნეთის ეროვნული პოეტის დიონისიოს სოლომოსის ნაწარმოებების ქართული თარგმანები, შესრულებული თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ახალი ბერძნული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტების მიერ.
დიონისიოს სოლომოსი (08.04.1798-09.02.1857) - ბერძენი პოეტი, რომლიშ პოემა "თავისუფლები ჰიმნი" საფუძვლად დაედო საბერძნეთის ეროვნულ ჰიმნს.