წიგნი ეძღვნება დიდგორის ომს, რომელიც XII საუკ. საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უბრწყინვალესი მოვლენაა. დიდგორის ომში თურქ-სელჯუკთა ჯარის სასტიკი განადგურებით ქართველი ხალხი განთავისუფლდა თურქთა საუკუნოვანი მოძალეობისაგან და დასაბამი მიეცა საქართველოს პოლიტიკურ და სამეურნეო აღორძინებას. ნაშრომში ფართოდაა გაშუქებული საქართველოს მაშინდელი სოციალურ-პოლიტიკური ვითარება, ქართველი ხალხის ბრძოლა გაერთიანებისა და დამოუკიდებლობისათვის, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა, მისი ბრძოლა გარეშე მტრებისაგან საქართველოს განთავისუფლებისა და ქვეყნის გაერთიანებისათვის.
თეონა შარიქაძის მონოგრაფიული ნაშრომის, „ინკლუზიური განათლების ორმხრივი სარგებლიანობის პრინციპი“, მიზანია, საზოგადოებას აჩვენოს ინკლუზიური სწავლების პოზიტიური ეფექტი მასში ჩართულ მოსწავლეებზე. ნაშრომში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ტიპური განვითარების მქონე მოზარდებზე, რომელთაც აქვთ განათლების ამგვარი მოდელის გამოცდილება.
სიყვარული, ვნება, მოვალეობა, მეგობრობა და არჩევანი მათ შორის – ეს ის თემებია, რომლებიც უკიდურესი სიმწვავით არის დაყენებული ა. ყაზბეგის მოთხრობაში „ხევისბერი გოჩა“, იმდენად რადიკალურად, რომ გადაწყვეტა კონფლიქტის ერთი მონაწილის სიკვდილსა და მეორის (მსაჯულის) ჭკუიდან შეშლას იწვევს.
„მთებში მივალ, რომ გავექცე ქალაქს“ ავტორის მესამე ლექსების კრებულია. მასში თავმოყრილია, როგორც ავტორის პირადი სულის ტკივილი, ასევე პანდემიისა და ომების გამოძახილი - ლექსები, როგორც ბარიკადები მშვიდობასა და ომს შორის, ადამიანურ ტრაგედიებსა და ინდივიდებს შორის, სიყვარულსა და სიძულვილს შორის, ბოროტებასა და სიკეთეს შორის...
„ჟურნალისტიკის შესავალი” –არ არის მხოლოდ სასწავლო სახელმძღვანელო, ის ამ პროფესიით დაინტერესებულ ადამიანებს მოგცემთ სრულყოფილ ინფორმაციას, როგორ შექმნა კაცობრიობამ პროფესია, რომლის გარეშეც თანამედროვეობა, უბრალოდ, წარმოუდგენელია. წიგნში თავს იყრის მასმედია, მთელი თავისი დიდებულებით.
„წითელი ლენტი შენს ჭიშკარზე“ ახალგაზრდა მწერლის, თამთა ლორთქიფანიძის, მეორე წიგნია. თამთას შემოქმედება მკითხველმა თავიდანვე შეიყვარა და დარწმუნებულები ვართ, რომ არც ეს პაწაწინა წიგნი დარჩება მკითხველის სიყვარულის გარეშე. თამთას ხატოვანი ენა თავიდანვე ხიბლავს მკითხველს და საინტერესო ისტორიებს ინტერესით ეცნობა.
მე–17 საუკუნის ქართული პატრიოტული ეპოსის თვალსაჩინო ძეგლი, პოემა „დიდმოურავიანი“, უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველი ხალხის ამსახველი გმირული ეპოპეაა, რომელიც დიდ მოურავს, გიორგი სააკაძეს ეძღვნება. პოემას სოციალური მნიშვნელობაც ენიჭება, რადგან მასში გამოკვეთილია საზოგადოებრივი აზრი ქვეყნის გასაჭირზე.
მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (20.11.1880-30.09.1937) - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ესსეისტი და პუბლიცისტი, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საკუთარ შეხედულებათა გამო სტალინის რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდა.
ბუნება პერიოდულად აფრთხილებს კაცობრიობას, წყალდიდობებზე, მიწისძვრებით, ვულკანის ამოფრქვევებით, ტაიფუნით. ამ მოვლენებს მიაქვს ბევრი ადამიანის სიცოცხლე. კატასტროფა ეს არის მოვლენა, რომელსაც მოჰყვება ტრაგიკული შედეგი. წიგნში მოცემული ბუნებრივი კატასტროფები და ტექნიკური კატასტროფების დიდი ალბათობით ადამიანთა მიზეზით მოხდა. წიგნში, ბუნებრივია, ყველა კატასტროფა არ არის შესული.