მახასიათებლები
- სათაური: საქართველოს უცნობი მეფეები
- ISBN კოდი:
- ავტორი: სარგის კაკაბაძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 1912
- ენა: ქართული
- გვერდები: 21
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 409
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- უცნობი აფხაზ-იმერეთის მეფე თამარ II
- კოსტანტინე VI, უცნობი აფხაზთა მეფე
- ვახტანგ, უცნობი მე-XV საუკუნის აფხაზ-იმერეთის მეფეთაგანი და მისი მემკვიდრე მეფე გიორგი
გადაფურცვლა
სარგის კაკაბაძე – საქართველოს უცნობი მეფეები
iBooks© 2022 ყველა უფლება დაცულია
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
iBooks
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო
ტელ: (32) 2314424
ელფოსტა: info@ibooks.ge
www. iBooks.ge
FB: iBooks
სარჩევი
უცნობი აფხაზ-იმერეთის მეფე თამარ II
კოსტანტინე VI, უცნობი აფხაზთა მეფე
ვახტანგ, უცნობი მე-XV საუკუნის აფხაზ-იმერეთის მეფეთაგანი და მისი მემკვიდრე მეფე გიორგი
უცნობი აფხაზ-იმერეთის მეფე თამარ II
წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წიგნთსაცავში იპოება ერთი სიგელი, რომელიც ეკუთვნის აქამდის უცნობს თამარ II-ს და რომელიც უკვე დაბეჭდილი იყო მცირეოდენ შეცდომებით საქართვ. სიძველ. II ტ. გვ. 372–374. სიგელი დაწერილია ტყავზედ სიგრძით 82 სანტმ., სიგანით 15 სანტმ. მოგვაქვს აქ ტექსტი ამ ფრიად საინტერესო საბუთისა სრულიად უცვლელად:
სახელითა. ღმრთისათა. მამისათა. ძისათა. მამისათა. ძისათა. და სულისა. წმიდისათა. ჩუენთა. აფხაზთა. ჯიქთა. სუანთა. და მეგრელთა კახთა. და სომეხთა. ლიხთ იმერისა. და ლიხთ ამერისა. ორისავე. საჴელმწიფოსა. მპყრობელმან. მეფეთა. მეფემან თამარ. და ჩუენთა. თავადთა. და ებისკოპოზთა. ყოვალისა. საქრისტიანოსა. რჯულისა. მამაგრებელთა. მანდატურთა. მანდატურმან. დადიანმან. ამილახორთა. და ერისთავათა. და ჩუენისა. კარისა, მოსამსახურეთა. და აზნაურიშუილთა. კარისა. ჩუენისა. მოსამსახურეთა. ერთობით. შეგიწყალეთ. და გიბოძეთ. სასისხლო ესე. სიგელი თქუენ იაკობიძეთა.[1] გელათისა. წინამდეგთა. იაკობს. და რომანოზს. შალვას. და ოქროპირსა. გიმტკიცეთ და გიბოძეთ. სიგელი. ესე მას....