მახასიათებლები
- სათაური: კესანები
- ISBN კოდი: 978-9941-9788-8-3
- ავტორი: თამთა ლორთქიფანიძე
- გამომცემელი: ჩემი გამომცემლობა
- გამოცემის თარიღი: 2022
- ენა: ქართული
- გვერდები: 54
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 592
- რეიტინგი: 4.5
გადაფურცვლა
ძნელია ძვირფასო, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება,
ხანდახან უღელი ცალ მხარეს მძიმდება,
ცრემლებიც გვისველებს დრო და დრო სავალ გზებს,
ლექსებშიც იღვრები უხილავ რითმებად.
დაღლილი დღის ბოლოს, მხარზე თავს დამადებ,
ასე გადიან წუთები უთქმელად,
თუ მტკივა, თუ ვდარდობ, მალამოდ მედები,
წარსულის იარაც თანდათან ყუჩდება.
მანძილნი უძლურნი ხდებიან გრძნობებთან,
სიყვარულს დავარქვი მე, შენი სახელი,
პოეტებს გვჩვევია ფერება ლექსებში,
გავწიოთ გუთანი, გავწიოთ ძვირფასო,
რადგანაც უღელში გრძნობებით შევებით.
ჩემი მებაღე
ჰაერში ისე ანცობს,
ტყემლის ტოტიდან მოწყვეტილი ჩია ყვავილი,
თითქოს კალთიდან გამოექცა მშობლის მზრუნველ ხელს,
და მე დამეძებს, ახლომახლო მნახოს ჩავლილი,
მიუსაფარი თმის ნაწნავში დაიდებს ბინას.
ტკბილი სურნელი გაზაფხულის ასე გამყვება,
და რაგინდ, დიდი თოვლი მოვიდეს
არეულ მარტში,
ჩემს სულში მაინც ისე იდარებს არ დაზამრთდება,
ქალს მხოლოდ ცოტა ჭირდება მაინც.
ჭიშკრის ნაპირას მომიტეხე ყვავილი ტყემლის,
თორემ ზღვა რაა !!! მას შეშურდება, დაგახრჩობს ჩემი ნადენი ცრემლი.
სხვის ბაღში ატმის ხე ყვავის ხედავ,
მე ტყემლის ყვავილს შევიბნევ თმაში,
კარგი მებაღე ტყემლის ხეს ისე ააყვავილებს,
ატმის ხესაც კი გადაჩრდილავს მეზობლის ბაღში.
თმებში შევიბნიე კესანები,
სული დაუბრუნდა იასამნებს,
გრძნობა, უსაშველოდ მიღებული
წყურვილს სიცოცხლისთვის მიასმაგებს.
აგურს გადავადეთ აგური და ოფლით ნაშენები ჩვენი ოდა,
ცოტა თუ ბეჭებში მოვიხრებით, შვილებს მოვუყვები მერე, ჰო და,
და რა საოცრად მშვიდია ბუნება,
რაგინდ ბეკები წაიღოს ზვირთებმა,
შენს მხრებქვეშ ისეთი სუსტია სტიქია,
ტალღები მორჩილად დინებას მიჰყვება.
...