„მთებში მივალ, რომ გავექცე ქალაქს“ ავტორის მესამე ლექსების კრებულია. მასში თავმოყრილია, როგორც ავტორის პირადი სულის ტკივილი, ასევე პანდემიისა და ომების გამოძახილი - ლექსები, როგორც ბარიკადები მშვიდობასა და ომს შორის, ადამიანურ ტრაგედიებსა და ინდივიდებს შორის, სიყვარულსა და სიძულვილს შორის, ბოროტებასა და სიკეთეს შორის...
ოლიკო ცისკარიშვილი არის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ფოტოგრაფი, ჟურნალისტი, კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში.