"რვეულებიდან" - ესაა დიმიტრი უზნაძის შენიშნვები და ჩანაწერები, შესრულებული 1944-დან 1949 წლამდე, რომლებიც ფსიქოლოგიის სხვადასხვა ასპექტებს ეხება, მათ შორის ავტომატიმზს, ემოციას, ქცევას, განწყობას და სხვა.
„მთებში მივალ, რომ გავექცე ქალაქს“ ავტორის მესამე ლექსების კრებულია. მასში თავმოყრილია, როგორც ავტორის პირადი სულის ტკივილი, ასევე პანდემიისა და ომების გამოძახილი - ლექსები, როგორც ბარიკადები მშვიდობასა და ომს შორის, ადამიანურ ტრაგედიებსა და ინდივიდებს შორის, სიყვარულსა და სიძულვილს შორის, ბოროტებასა და სიკეთეს შორის...
„ჟურნალისტიკის შესავალი” –არ არის მხოლოდ სასწავლო სახელმძღვანელო, ის ამ პროფესიით დაინტერესებულ ადამიანებს მოგცემთ სრულყოფილ ინფორმაციას, როგორ შექმნა კაცობრიობამ პროფესია, რომლის გარეშეც თანამედროვეობა, უბრალოდ, წარმოუდგენელია. წიგნში თავს იყრის მასმედია, მთელი თავისი დიდებულებით.
წიგნი "სოციალური მედია და მარკეტინგი" განკუთვნილია ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. წიგნში წარმოდგენილი მასალები აღებულია "ბი-ბისის", "დოიჩე ველე აკადემიის", "მართვის აკადემიის” სასწავლო კურსებიდან და კიდევ, ბევრ საინტერესო წყაროდან და იმედია, მომავალი ბიზნესის დაწყებაში დაგეხმარებათ.
"ამ უფაქიზესი წიგნის ავტორი, ოლიკო ცისკარიშვილი, ჩემი, თითქმის ბავშვობის მეგობარია და პირველი შეხვედრიდანვე მახსოვს... იცით, როგორი იყო?!. რაღაცნაირი... საინტერესო... ხშირად მიფიქრია, რა იყო მაინც ის, რითიც ასე მკვეთრად გამოირჩეოდა სხვებისგან... ეს „საიდუმლო“ მაშინ ამოვხსენი, როცა ჩვენმა ლექტორმა, პირველი თავისუფალი ესეს დაწერა და ჯგუფში, ხმამაღლა წაკითხვა დაგვავალა ... მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა... და ახლა, როცა ოლიკო ცისკარიშვილის ფიქრებს, ტკივილებს, იმედებს, ყოველდღიურ განცდებსა თუ წვიმიან და თოვლიან დღეებს, უფაქიზეს ლექსებადქცეულს ვხედავ, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, ეს წიგნი, მკითხველისთვის ისეთივე ახლობელი, დამამშვიდებელი და საყვარელი გახდება, როგორც წლების წინათ, მეგობრისაგან კარში დატოვებული პატარა ბარათი... რომელიც მხოლოდ შენ მოგწერეს..." – ია მაჭავარიანი.
„ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალური საკითხების გაშუქებაში“ მომზადდა, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო ჟურნალისტების, სტუდენტებისთვის და ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის. ოლიკო ცისკარიშვილის წიგნი - ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალური საკითხების გაშუქებაში - სასარგებლოა არა მხოლოდ ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისა და პრაქტიკოსი ჟურნალისტების, არამედ ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს რეალობაში სოციალური საკითხების შესწავლითა და გაშუქებით.
მედია საუკუნეების განმავლობაში ემსახურებოდა საზოგადოებას და მისი როლი უმნიშნელოვანესია საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. წიგნში „ჟურნალისტიკის შესავალი“ აღწერილია დარგის განვითარების ისტორია, ეტაპები, პრინციპები და მეთოდები, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სარედაქციო მუშაობასა და ტექნიკას. წიგნი განკუთვნილია როგორც ჟურნალისტებისთვის და ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის, ასევე სტუდენტებისთვისაც, რომლებსაც ის პროფესიის შესწავლისას დამხმარე სახელმძღვანელოდ გამოადგებად.