წიგნში განხილულია თანამედროვე ქართული პროცესები, ქართული მედიის მუშაობის სპეციფიკა, ასევე განხილულია მედიის გავლენა საზოგადოებაზე. წიგნში შეხვდებით საინტერესო კვლევებსაც, რომლებიც ეხება სოციალურ პრობლემებს მთელ საქართველოში, მათ შორის მაღალმთიანეთში.
ოლიკო ცისკარიშვილი არის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ფოტოგრაფი, ჟურნალისტი, კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. არის მთარგმნელი და რამდენიმე წიგნის ავტორი, გამოცემული აქვს ლექსების კრებული "კესანები მარტოობის ქალაქში".