სახელმძღვანელო მიზნად ისახავს მედიის კვლევის ძირითადი მეთოდების კლასიფიკაციას, განმარტებას, მათი გამოყენების სფეროების გამოკვეთას და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის იმ თეორიული ბაზის შექმნას, რომელიც აუცილებელია კვლევითი ნაშრომის შესრულებისათვის საჭირო უნარების შესაძენად. კერძოდ, სახელმძღვანელოში საუბარია, რით უნდა იხელმძღვანელოს სტუდენტმა საკვლევი თემის შერჩევისას, რა სამუშაო უნდა შესრულდეს კვლევის კაბინეტურ, საველე ეტაპებზე, რა ტექნიკები უნდა გამოიყენოს ემპირიულ მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზისას. აქვე წარმოდგენილია სხვადასხვა მედიის კვლევების ძირითადი მიმართულებები. სახელმძღვანელო განკუთვნილია ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისა და მედიის კვლევით დაინტერესებულ მკითხველთათვის.
თამარ მალაღურაძე – ჟურნალისტიკის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკამცოდნეობის პრობლემებზე არაერთი სტატიისა და სახელმძღვანელოს ავტორი.