წინამდებარე წიგნიდან, გვსურს, მკითხველს დავანახოთ, რომ ის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც თან ახლავს ფსიქიკურ აშლილობას, დაძლევადია! ფსიქიკური აშლილობის სიმპტომური გამოვლინებები, აკვიატებები იქნება ეს თუ სხვა ფორმის ილუზიები, დროთა განმავლობაში უკან იხევს, თანდათანობით ქრება და ადგილს უთმობს ახალ შესაძლებლობებს. ბავშვობისდროინდელი განწყობა, რომ რაღაც საშინელებაა მოსალოდნელი, რომელიც არასდიდებით არ უნდა მოხდეს, იცვლება და ცხადი ხდება, რომ ის ნეგატიური გამოცდილება, რომელიც ცხოვრების გზის დასაწყისში, ოდესღაც გადავიტანეთ, რამაც უცილობელი ხიფათის მოლოდინი შეგვიქმნა, აღარ განმეორდება და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება!
ზაზა კოტრიკაძე – 20 წლიანი ფსიქოთერაპიული პრაქტიკა, ფსიქოლოგიური განათლება და სამეცნიერო ნაშრომების კვლევები, ასევე ცოდნა სხვადასხვა ფსიქოთერაპიულ მიმდინარეობებისა.