გზამკვლევი არის მცდელობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის (ოსს), როგორც გამოძიების არაპროცესუალური ნაწილის და ზოგადად სამართალდამცავი საქმიანობის სახეობის სრულად წარმოჩინებისა იურიდიული საზოგადოებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პირების წინაშე. გზამკვლევი განკუთვნილია იურისტებისათვის, პოლიციელებისათვის, დეტექტივებისთვის, გამომძიებლებისთვის, პროკურორებისთვის, სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისათვის, ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტებისათვის და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირთათვის.
ზაალ სარაჯიშვილი და გია (გიგლა) გვასალია არიან საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ვეტერანთა კავშირის გამგეობის წევრები და აქვთ ოპერატიული მუშაობის გამოცდილება სდსს და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში. ამჟამად კითხულობენ ოპერტიულ-სამძებრო საქმიანობის სასწავლო კურსს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.