რაულ ჩილაჩავა ამ კრებულში წარმოდგენილი ლექსებით ჩვენს შფოთიან და მღელვარე დღევანდელობას ეხმიანება. აქ ერთმანეთთან გადაწნულია ფილოსოფიური, სამოქალაქო და სატრფიალო ლირიკა, მოისმის აფხაზეთის ტრაგედიისა და რუსეთ-უკრაინის ომის დრამატული ექო, ხმიანობს რწმენის, იმედისა და აღორძინების ოპტიმისტური სიმიც. კრებული გამოირჩევა თავანკარა ქართულით, პოეტური საზომებისა და სახეების მრავალფეროვნებით, დახვეწილი რითმებით, შინაგანი მუსიკითა და წერის მაღალი კულტურით.
რაულ ჩილაჩავა (დ. 1948) – ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი და დიპლომატი.